Home ახალი ამბები მსოფლიო Daily Mail: უხუცესმა ოჯახმა საიდუმლო გაამჟღავნა

Daily Mail: უხუცესმა ოჯახმა საიდუმლო გაამჟღავნა

დონელები

დონელების გვარის მსოფლიოში უხუცესი ოჯახი ირლანდიაში ცხოვრობს. ოჯახში 13 დაძმაა, რომელთა ჯამური ასაკი 1000 წელიწადზე მეტია. ეს რეკორდი გინესის რეკორდების წიგნში 2017 წელს ჩაიწერა.

დონელებს არ დაუმალავთ, თუ რით შეიძლება აიხსნას მათი ხანდაზმულობა. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი მიზეზი ცხოვრების აქტიური წესია: ყოველთვის ბევრს მუშაობენ, თამაშობენ ფეხბურთს, ჭამენ ბევრ ვაშლს, რომელიც საკუთარ ბაღში მოჰყავთ, პრაქტიკულად არ მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელს. ვაშლი, რომელიც დღემდე მოჰყავთ დონელების ფერმაში, დიდ ბრიტანეთში საუკეთესოდ ითვლება. მას ვაშლის ცნობილი ღვეზელის დასამზადებლად იყენებენ.

ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრი _ ლეო 70 წლისაა. მისი აზრით, მათი ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი განმსაზღვრელია ის, რომ მთელი ოჯახი დღეში ორჯერ მიირთმევდა შვრიას. “ჩვენ ყოველთვის ვიცავდით მამის დანაბარებ რიტუალს _ ძილის წინ აუცილებლად რაიმე თბილს ვჭამდით. შვრიის ფაფას საღამოს 10 საათზე და დილის 7 საათზე მივირთმევდით. შვრია რძით და ცოტა ვაშლის ხილფაფა _ ესაა მთელი რეცეპტი. ფაფა ძილის წინ და ფაფა გაღვიძების შემდეგ _ ასეთ წესს მივსდევდით ყოველდღიურად.

დონელების მშობლები _ პიტერი და ელენი, ირლანდიაში 1921 წელს დასახლდნენ. ოჯახში 16 შვილი იყო. დღეისთვის მათგან ცოცხალი 13 დარჩა. ყველაზე უფროსი _ შონი 92 წლისაა. ქალბატონი მორინი, რომელიც 91-ისაა ამბობს, რომ ოჯახის ყველა წევრი ახლაც ისევე ჯანმრთელადაა, როგორიც 50 ან 60 წლისანი იყვნენ.

ხანდაზმულობის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, დაწვრილებით შეესწავლათ დონელების ოჯახის წევრთა დიეტა _ იყო თუ არა ყველაფრის თავიდათავი შვრია. გამორიცხული არ არის, რომ დიდ როლს თამაშობდა პროდუქტების ხარისხი. ლეოს თქმით, ოჯახი არასოდეს მოიხმარდა ნახევარფაბრიკატებს, მხოლოდ საკუთარ ფერმაში მოყვანილი პროდუქტებით კმაყოფილდებოდა. შვრიას არასოდეს ყიდულობდნენ, თავად მოჰყავდათ. ოჯახს დღეს ორგანული კვების მიმდევრებად თვლიან.

კვერცხი, ქათმისა და საქონლის ხორცი საკუთარი წარმოებისა აქვთ.

სავსებით დასაშვებია, რომ შვრიის ფაფის რეგულარული მიღება ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანების, რომელთა რაციონში მუდმივად იყო პურეული, 15 პროცენტი ნაკლებად კვდებოდა გულის პრობლემების მიზეზით.

შვრია შეიცავს ვიტამინ B12-ს, რომელიც მელატონინის გამომუშავებისთვის აუცილებელია, აკონტროლებს ძილს და ადამიანის ბიოლოგიურ საათს. ბეტა-გლუკანი ამცირებს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და გულსისხლძარღვთა დაავადებების ალბათობას. ცნობილია, რომ შვრიის ფანტელები ათეროსკლეროზის განვითარებას უშლის ხელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here