მთავარი საქართველო „დაგვაცადე, რომ რაღაცნაირად მოვიგოთ ეს არჩევნები და ციხიდან გამოვიყვანოთ ხალხი“

„დაგვაცადე, რომ რაღაცნაირად მოვიგოთ ეს არჩევნები და ციხიდან გამოვიყვანოთ ხალხი“

1601
გააზიარეთ

 

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას აფასებს.

ამის შესახებ მან   გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას ისაუბრა.

 როდესაც შენ ხალხს ეუბნები, რომ ტვინი წაიღეთ სანდრო გირგვლიანის თემით და ამას ეუბნები იმ ხალხს, ვინც გინდა რომ ხმა მოგცეს, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ გაქვს გააზრებული რა პრობლემა გაქვს, როგორ უნდა ელაპარაკო იმ ხალხს, საერთოდ არ გესმის შენი ამომრჩევლის ენა.

 არ დამავიწდყება, 4 იანვარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად იმ დილით ვნახე და მაშინ მითხრა, ხმა ვინც მომცა მინიმუმ ნახევრისთვის ხელი მაქვს ჩამორთმეულიო და 2016 წლის არჩევნების წინ ზუსტად ამას ვეუბნებოდი, მიშა, ხომ ხედავ რა რიცხვებია, ჩვენ გვაქვს ჩვენი 20 პროცენტი, “ოცნებასთავისი 20 პროცენტი და შუაში არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა, სადაც შენ ხარ ტოქსიკური.

ამიტომ ხომ შეიძლება ჭკუა იხმარო, გამოჩნდე დოზირებულად იქ, სადაც პოპულარული ხარ და აქ ნუ შემოდიხარ, დაგვაცადე, რომ მოვიგოთ არჩევნები რაღაც ფორმით, რომ ხალხი ციხიდან გამოვიდეს და შენ საქართველოში ჩამოსვლა შეძლო. მერე კი ბატონო, ჩაატარე კამპანია ხელახლა, ჩამოიარე ის ხალხი, ვახსენებდი კიდეც, რომ ამ ხალხისთვის ხელი გაქვს თავიდან ჩამოსართმევი იმიტომ, რომ გაიზარდა ეს ხალხი მთელი 9 წლის განმავლობაში აღარ გესმის ამათი ენა. ჩადი თავიდან გაიცანი, მაგრამ ასე არ ჩამოხიდარ, იმიტომ რომ ციხეში წასვლა არ გინდა, მაშინ დამაცადე, რომ რაღაცნაირად მოვიგოთ ეს არჩევნები, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here