მთავარი მსოფლიო Dagbladet: აშშ-ის ნდობა აღარ შეიძლება

Dagbladet: აშშ-ის ნდობა აღარ შეიძლება

წერილის ავტორია ტურბერნ იაგლადი, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი.

გააზიარეთ
აქცია

 “ისე ჩანს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ძალადობა, ქაოსი და შიში წესრიგზე, დემოკრატიასა და ეროვნულობაზე მაღლა დგას. მსოფლიოში ყოველთვის მეფობდა შიში, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ კიდევ უფრო გააძლიეროს ყველაფერი ნეგატიური, რაც კი ჩვენს დროში ყველაზე ცუდი და მიუღებელია. ამის საფუძველი არსებობს. ტრადიციული დემოკრატიული იდეალები და ინსტიტუტები თავდასხმის ობიექტები ხდება”.

“ნიუ იორკ თაიმსმა” ეს დაწერა დემოკრატიულ ფორუმზე, რომელსაც გაზეთი ყოველწლიურად ათენში მართავს.

ფორუმის დაწყების წინ გაზეთმა თავისი ფურცლები დაუთმო სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორს, ავტორს წიგნისა “წააგო თუ არა დასავლეთმა”. მან დაწერა დიდი სტატია, რომელიც ფრიად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. მას მიაჩნია,  დასავლეთის დემოკრატიები  რუსეთსა და თურქეთს როგორც ექცევიან, ეს გზას უხსნის ავტორიტარულ ტენდენციებს ამ ქვეყნებში, საიდანაც ეს სენი დასავლეთის ქვეყნებს გადაედება.

საინტერესოა, რომ “ნიუ იორკ თაიმსი” ამგვარი საკითხების დასმას ბედავს იმ დროს, როცა გეოპოლიტიკური კონფრონტაცია უფრო გაძლიერდა, ვიდრე იყო “ცივი ომის” დამთავრების შემდგომ პერიოდში. დასავლეთის დემოკრატიებს შიგნიდან გამოუცხადეს ომი და ათენის ფორუმმაც დაუთმო ამას ყურადღება. “ევროკავშირის “მსოფლიო დემოკრატიის ფორუმის” დღის წესრიგშიც არაერთხელ იდგა ეს საკითხი და წლეულსაც აპირებენ მის განხილვას.

მთავარი, რაც დემოკრატიის ქვეყნებს ახასიათებს, ტრადიციული პარტიების პოზიციების დასუსტებაა. ვითარდება ძლიერი პოპულისტური მოძრაობა. ნიდერლანდებსა და საფრანგეთში გამართული არჩევნების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ თავისუფლად ამოსუნთქვა შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც ამბობს დღეს ყველაზე გამორჩეული ექსპერტი კას მუდე, “მასმედიამ განსაკუთრებით გაბუქა პოპულისტების მხარდაჭერა, და როცა მისი წინასწარმეტყველება არ ახდა, განაცხადა, რომ საშიშროება აღარ გვემუქრება. მაგრამ პოპულიზმს დღეს ისევე უჭერენ მხარს, როგორც არჩევნებამდე იყო, და მას შემდგომი ზრდის დიდი პოტენციალი აქვს”.

დღეს ვხედავთ, როგორ გამოვლინდა ეს პოპულიზმი დასავლეთ გერმანიაში. გვაქვს შეშფოთების საფუძველი იმიტომაც, რომ სხვა ძალები, კერძოდ, ოლიგარქების ძალაუფლება, ასევე დაუპირისპირდა დემოკრატიებს. იგი უდიდესი ბოროტებაა, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში, სადაც მის არსებობას აღიარებენ, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ, როგორ გაძლიერდა ოლიგარქების გავლენა პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებზე და, საერთოდ, “დასავლეთის სამყაროს” რიგ ქვეყნებში (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვხმარობთ ტერმინს “ოლიგარქები”) პრობლემა იგივეა: ფულის გავლენის გაძლიერება. აშშ-ში ეს აშკარა გახდა.

ფულმა და სოციალურმა მედიამ გავლენა იქონია რესპუბლიკურ პარტიაზე და, საბოლოო ჯამში, დემოკრატიულზეც. პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ლაპარაკობდა ამერიკელი საზოგადოების ოლიგარქიზაციაზე. პარტიების დასუსტება და ოლიგარქების გავლენის გაძლიერება ჯერ კიდევ 1970-იანი და 1980-იანი წლებიდან დაიწყო, ანუ მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში “სტარტი აიღო” გლობალიზაციამ და ეკონომიკურმა რეგრესმა.

2008-2009 წლების ფინანსურმა კრიზისმა მხოლოდ გააძლიერა ეს ტენდენციები. მთელი ტვირთი უბრალო ადამიანებს აჰკიდეს, რათა გადაერჩინათ ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, რომლებმაც თავიანთი ფული “წააგეს”. ეს ყველაფერი იმიგრაციის ზრდას დაემთხვა. პოპულისტებს არნახული შესაძლებლობა გაუჩნდათ და ამ დროს სოციალური მედია ფრიად სასარგებლო იარაღი გახდა. მისი საშუალებით გავრცელდა ყალბი და გაუკუღმართებული ამბები და ვერავინ შეაჩერებს, თუ სისტემად ჩამოყალიბდება. არადა, აქეთკ მიდის საქმე. ტრადიციული მედია ეკონომიკურად დასუსტებულია და ალქაჯთა ამ თემში ჩართვის სურვილის გაჩენის ალბათობა დიდია. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი წარმატებული გავლენა აქვს ფულად ინტერესებს პოლიტიკაზე მასმედიის მეშვეობით. “მედიაპოპულიზმის” ეს ფორმა თვალშისაცემი იყო “ბრექსიტის” შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისას და სუფთა მოგების მიღების ამოცანა სწორედ მას იყო ამოფარებული. მერდოკის ტაბლოიდები ისტებლიშმენტის მიერ აგორებულ ტალღაზე ამხედრდა. უმრავლესობას მიაჩნია, რომ სწორედ ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის იდეის წარმატება. დღეს კი ბევრი ფიქრობს, რომ მოატყუეს და წარმოდგენაც არ აქვს, როგორ დააღწიოს თავი კრიზისს, რომელიც ამ ყველაფერმა გამოიწვია.

საპარლამენტო არჩევნების წინადღით კიდევ ერთმა საყურადღებო მომენტმა იჩინა თავი: ლეიბორისტების ლიდერ კორბინზე თავდასხმის სისტემატურობამ.

კორბინს ვერ აირჩევდნენ, ლეიბორისტებს შანსი არ ჰქონდათ. ეკონომიკური კუთხით ამის დამტკიცების ცდუნება დიდი იყო. ამასთანავე, აშკარად ჩანდა, ეკონომიკური ელიტის სურვილი, ყველაფრისთვის მიეჩნია კუთვნილი ადგილი და ეზრუნა საიმისოდ, რათა გაბატონებულ წესს არსებობა განეგრძო. რა იქნება შემდგომ, არავინ უწყის.

დიდ ბრიტანეთში ბევრი მიიჩნევს, რომ დემოკრატიამ უღალატა მათ. აშშ-ში ტრამპის რევოლუციის კვალზე უთუოდ განვითარდება კონფლიქტები და ძალადობა, დაიწყება არეულობა. დღეს ტრამპის პოპულიზმს მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზულ შედეგებამდე მივყავართ. აშშ-ის იმედად ყოფნა აღარ შეიძლება. კარგა ხნის წინათ შეიმჩნეოდა იმის ნიშნები, რომ ფული გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ხმის მისაცემი ბიულეტენები. მე, როგორც მუშის ოჯახში დაბადებულ ბიჭს, გულს მიკლავს მოვლენების ამგვარი განვითარება.  მოწმე ვიყავი იმისა, რომ მუშათა პარტიას ხმის მისაცემი ჩვეულებრივი ბიულეტენების საშუალებით შეეძლო ტოლფასი პარტნიორი ყოფილიყო ეკონომიკურ და პოლიტიკურ თამაშში. ფაქტია, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო შექმნილი იყო კონკურენტებთან _ ბურჟუაზიულ პარტიებთან ერთობლივი მოღვაწეობის შედეგად.

ევროპაც კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატების მიერ იყო შექმნილი. დღეს აშკარაა, რომ ეს ალიანსი უკანასკნელ დღეებს ითვლის.

რაც შეეხება ნორვეგიას, ჩემთვის სავსებით აშკარაა, რომ ნავთობის ეპოქიდან მომავლისკენ მიმავალი გზა უნდა გავიაროთ შრომასა და კაპიტალს შორის კომპრომისის მიღწევით, მაგრამ შესაძლებელია კი ასეთი რაციონალური პოლიტიკის განხორციელება ისეთ პირობებში, როცა პოლიტიკური ვითარება სულ უფრო გაურკვეველი ხდება? _ ეს შეკითხვა მაწუხებს მე. ევროპისთვის ეს შეკითხვა უფრო დამაფიქრებელი.

ახლახან ერთმა ადამიანმა “ნიუ იორკ თაიმსიდან” მაჩვენა ევროპის რიგი ქვეყნების კარიკატურები. ნორვეგიის ნაცვლად თეთრი ფურცელია: სათქმელი აქ არაფერია, რადგან სუფევს სრული წესრიგი _ არც შეცდომებია, არც ნაკლოვანებანი.

ეს იყო ირონია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here