Home ახალი ამბები მსოფლიო “ცუდიდან საშინელში”

“ცუდიდან საშინელში”

132

Bank of America: ევროპაში ბუნებრივი აირის კრიზისი შეიძლება საშინელი სცენარით განვითარდეს

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი თანდათან იკრებს ძალას, _ იუწყება პორტალი Business Insider-ი Bank of America-ს კვლევაზე დაყრდნობით.

ევროპაში, ბოლო თვეებია, ბუნებრივი აირით მომარაგების მიმართ ვითარებაცუდიდანსწრაფად გარდაიქმნებასაშინელში”, _  ნათქვამია სტატიაში. ექსპერტთა ვარაუდით, ევროპულ სახელმწიფოებს ზამთრის პერიოდში შეიძლება ცისფერი საწვავის მარაგი არ ეყოთ.

“ჩრდილოეთის ნაკადის” საერთო სიმძლავრის 20 პროცენტით ამუშავების შემთხვევაში ევროპის ქვეყნებმა შეიძლება ვერ მოასწრონ საკმარისი ბუნებრივი აირის დაგროვება ზამთრისთვის, ამიტომ ევროკავშირი მოთხოვნების ფართომასშტაბიან ნორმირებას გეგმავს”, _ განმარტა Bank of America-ს სპეციალისტმა.

გერმანია და საფრანგეთი უკვე ეძებენ მიწოდების ნორმირების გზებს, მაგალითად, გერმანიის ზოგიერთ ქალაქში, ენერგიის ეკონომიის მიზნით, ისტორიული ძეგლებისა და შენობების განათება შეწყვიტეს.

“ჩრდილოეთის ნაკადმა” _ ევროპაში ბუნებრივი აირის ძირითადმა მიმწოდებელმა, მუშაობა 21 ივლისს განაახლა დაგეგმილი 9-დღიანი ტექნიკური მომსახურების შემდეგ. ბუნებრივი აირის დაბალი სიმძლავრით მიწოდება “გაზპრომმა”Simens-ის მუშაობის შეფერხებით ახსნა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო კანადიდან ვერ იბრუნებდა გარემონტებულ ტურბინას საკომპრესორო სადგურ “პორტოვაიასთვის” _ “ჩრდილოეთის ნაკადის” კრიტიკულად საჭირო ობიექტისთვის. მოგვიანებით “გაზპრომმა” განაცხადა, რომ საკომპრესორო სადგურში აჩერებს კიდევ ერთი ძრავის ექსპლუატაციას.

კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ძრავას აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს რეგლამენტით გათვალისწინებული შეკეთება. ამჟამად “პორტოვაიდან” ყოველდღიურად გადაიქაჩება 35 მლნ კუბ. მ ბუნებრივი აირი.

რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნავთობსა და ბუნებრივ აირს ზემოქმედების იარაღად არ იყენებს. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, “გაზპრომი” ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს თავის ვალდებულებებს და მზად არის, ევროპას მიაწოდოს იმდენი საწვავი, რამდენიც საჭიროა.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220801/krizis-1806546639.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here