Home ახალი ამბები მსოფლიო კოვიდ-19-ის შესაქმნელ ბიომასალას აშშ უკრაინისა და ყაზახეთის ტერიტორიებზე აგროვებდა

კოვიდ-19-ის შესაქმნელ ბიომასალას აშშ უკრაინისა და ყაზახეთის ტერიტორიებზე აგროვებდა

154

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობის მხილების ახალი მასალები გაასაჯაროვეს, აგრეთვე, წამოაყენეს ვერსია პენტაგონის სამხედრო ბიოლოგების მიერ Covid-19-ის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ. ამ ფონზე სულ უფრო აქტუალურია პოსტსაბჭოთა

სივრცეში ასეთი ობიექტების ლიკვიდაციის მოთხოვნა, _ იუწყება Politnavigator.net.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელის, გენერალ იგორ კირილოვის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 13 წლის წინათ სააგენტო USAID-მა ღამურების სხვადასხვა სახეობის კორონავირუსის შესაგროვებლად და შესასწავლად შეიმუშავა და აამოქმედა სპეციალური პროგრამა “პრედიკტი”. ეს პროგრამა აშშ-მა აამოქმედა პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ, საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში.

პროგრამა “პრედიკტის” შემსრულებელია კონტრაქტორი კომპანია “მეტაბიოტა”, დაკავშირებული  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟ ჰანტერ ბაიდენსა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ცნობილ წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინათ, Covid-19-ის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკელმა სამხედრო ბიოლოგებმა ჩაატარეს კორონავირუსის უცნობი შტამის გავრცელების საწინააღმდეგო სწავლება “ივენტ-201”.

“დეილი მეილის“ სტატია ჰანტერ ბაიდენის კავშირზე „მეტაბიოტასთან“

პანდემიის საგანგებო ვითარებაში მოქმედების მეთოდიკის გამომუშავების შესახებ სწავლება ჩატარდა ქალაქ ბალტიმორის (მერილენდის შტატი, აშშ), ჯონ ჰოპკინსის სახელობის ინსტიტუტში. ცნობილია, რომ ამჟამინდელ არატიპურ დაავადებებს, მათ შორის, მაიმუნის ყვავილს, უძღვოდა მსგავსი “სწავლებები”, რომლებიც, როგრც ჩანს, მხოლოდ მეთოდია მსოფლიოში პანდემიის ორგანიზებისთვის.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადეს: Covid-19-ის განვითარების სცენარი და USAID-ის პროგრამა “პრედიქტის” სასწრაფო შეჩერება მიუთითებს პანდემიის მიზანმიმართულ ხასიათზე და მის დაწყებაში აშშ-ის ჩართულობაზე”.

და მართლაც, ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის ფილიალები, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, საქმიანობს ჩინეთსა და იტალიაში. ჩინეთში, როგორც ვიცით, მოაწყვეს პროვოკაცია, თითქოს Covid-19-მა უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა. იტალიაში კი 2019 წელს აღირიცხა კორონავირუსით ინფექცირების ფაქტები, როცა იტალიელების მიერ ჩაბარებულ სისხლში ანტისხეულები აღმოჩნდა.

ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტი

ახლა უკვე ბევრისთვის აშკარაა, რომ ჩინეთში დაავადების აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა. ეს იყო ყურადღების გადატანისა და პანდემიის ხელოვნურად გავრცელებაში პეკინის დადანაშაულების ოპერაცია. ცხადია, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ არ დაეშვათ ჩოვიდ-19-ის აშშ-ში შექმნის ვერსია და ვაშინგტონის დადანაშაულება ჰიბრიდული ბიოლოგიური ომების გაჩაღებაში პოლიტიკური კონკურენტების ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტების მიზნით.

ამ ვერსიას ადასტურებს ცნობილი სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის მუდმივი ავტორის, პროფესორ ჯეფრი საქსის განცხადება, რომ “კორონავირუსი შექმნილია ხელოვნურად და, დიდი ალბათობით, ბიოტექნოლოგიების სფეროში ამერიკის მიღწევების გამოყენებით”.

პანდემიის ხელოვნურობაზე მიუთითებს უჩვეულო თვისებები Covid-19-ისა, რომელიც ძალიან სწრაფად განიცდის მუტაციას და იცვლის მახასიათებლებს, რაც არასოდეს აღნიშნულა სხვა ვირუსების ბუნებრივ შტამებში. სწორედ ეს მიუთითებს ღრმა მოდერნიზაციაზე შტამებისა, რომლებსაც შემდეგ სპეციალურად ავრცელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.

“ჩვენი სპეციალისტების აზრით, ამას მოწმობს კორონავირუსების უმრავლესობისთვის არადამახასიათებელი გენოვარიანტების ცვალებადობა, რომელიც იწვევს დაავადების სხვადასხვა პიკს, სიკვდილიანობასა და კონტაგიოზურობაში არსებით სხვაობას, გავრცელების გეოგრაფიულ არათანაბრობას, აგრეთვე, ეპიდემიური პროცესის არაპროგნოზირებულობას”, _ აღნიშნა იგორ კირილოვმა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება პანდემიის ჩახშობა, მიუხედავად რამდენიმე წლის განმავლობაში კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისა და ცალკეული რეგიონის იზოლაციისა.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ, დაავადებების ლოკალიზაციისა და იზოლაციის მცდელობის მიუხედავად, პანდემია ხელოვნურად იკვებება ვირუსის ახალი ვარიანტების ჩაგდებით ამა თუ იმ რეგიონში”, _ თქვა გენერალმა.

 სამუშაოები კორონავირუსის გენეტიკურ მოდიფიკაციაზე უკრაინაში ჩაატარა კომპანია “ლაბირინტ უკრაინამ”, რომელიც პენტაგონის სამხედრო კომპანია “ლაბირინტ გლობალ ჰელზის” შემადგენელი ნაწილია. მის უკან, აგრეთვე, დგანან “მეტაბიოტას” თანამშრომლები, დაკავშირებულნი ბაიდენების ოჯახთან.

საინტერესოა, რომ აღნიშნულში კანტორა “ლაბირინტ გლობალ ჰელზი” DTRA-ს (საფრთხეების შემცირების ამერიკული სააგენტო) დავალებით მუშაობდა კორონავირუსის შტამებისა და მაიმუნის ყვავილის ვირუსის პროექტებზე. ეს ცხადად წარმოაჩენს, რომ ამერიკელი სამხედრო ბიოლოგების მხედველობის არეში მოხვედრილ ამა თუ იმ დაავადებას შემდეგ უკვე ბიოლოგიურ იარაღად იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

და, რაც მთავარია, ამისგან სარგებელს იღებენ აშშ-ის ის ფარმაკოლოგიური კორპორაციები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ფინანსურ ოლიგარქიასა და მმართველი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან.

ამასთანავე, სიახლე აღარ არის ბიოლოგიური იარაღის გამოყენების სქემა, რომელიც შემუშავებულია ცივი ომის პერიოდში და სსრკ-ისა და სოციალისტური ბანაკის დაშლიდან ბოლო ათწლეულში კუბაზე.

პროფესორი ჯეფრი საქსი

ჰავანელ ექსპერტებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ამერიკელები კუნძულზე მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დენგეს ციებ-ცხელების, ღორის აფრიკული ჭირისა და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებს.

ახლა კი პოლიგონად იქცა ევროპა და პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელსაც ვხედავთ უკრაინის მაგალითზე. ამერიკელი სამხედროები ღამურების კორონავირუსების შესწავლის ანალოგიურ პროგრამას ახორციელებდნენ ყაზახეთშიც, კერძოდ, ალმა-ატაში 2016-დან 2019 წლამდე; ბიომასალასა და გამომწვევებს კი აგროვებდნენ ალმა-ატის ოლქის გამოქვაბულებში 2013 წლიდან.

ამასთანავე, სწავლობდნენ ღამურებსა და მათ მიერ კორონავირუსის შტამების გადატანას ცენტრალურიდან სამხრეთ აზიაში, ანუ ჩინეთსა და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. თანაც, ყაზახეთის 6 ობიექტზე მოახერხეს რეგიონის მცხოვრებთა დნმ-ის ნიმუშების შეგროვება. ეს გააკეთეს, აგრეთვე, ალტაის მხარის, სინძიანისა და მონღოლეთის ტერიტორიებზეც.

მონღოლეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ყაზახეთის მოქალაქეები

ეთნიკური და რასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მტკიცებულების გამომზეურების გათვალისწინებით, ბიოლოგიური მონაცემების შეგროვება ბიოლოგიური დაზვერვის აშკარა ფაქტია. სწორედ ამის დამადასტურებელია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს მონღოლეთში ყაზახეთის სამი მოქალაქის დაპატიმრება, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მესამე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ლაპარაკია მეცნიერ-ბიოლოგ მაკსატ ჟაბაგინსა და ჟაკსილიკ შაბიტოვზე, აგრეთვე, საქმის მესამე ფიგურანტზე, რომელსაც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში “სპეცსამსახურთან დაკავშირებული პირი” უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ამ მოქალაქეების გათავისუფლებას აშშ და გერმანია ცდილობენ იმიტომ, რომ ჟაბაგინი ყაზახეთის “ბიოტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში ლაბორატორიის უფროსია”. ეს ცენტრი ფორმალურად ეკუთვნის ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ 2021 წლიდან შედის სამხედრო-ბიოლოგიურ ქსელში, რომელსაც ბუნდესვერი აფინანსებს. გამოდის, რომ ეს ადამიანები მონღოლეთისა და ჩინეთის მოქალაქეების დნმ-სა და ბიომასალას აგროვებდნენ მონღოლეთის სხვადასხვა რეგიონში. აშკარაა, რომ ისინი ჩინეთის სპეცსამსახურის მოთხოვნით დააპატიმრეს, მათი საქმიანობის აღკვეთის მიზნით.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყაზახეთის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უკრაინაში, ტარდება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროების სამხედრო-ბიოლოგიური კვლევები, ამას ადრე კატეგორიულად უარყოფდნენ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ახლა კი ყაზახეთისა და დასავლეთის ქვეყნების საგარეო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ ბიოლოგიურ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მოქალაქეების გამოსახსნელად.

ზემოაღწერილის გამო საჭიროა, გაძლიერდეს ყაზახეთში, უკრაინაში, საქართველოში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და სომხეთში პენტაგონის, გფრ-ისა და დიდი ბრიტანეთის კვლევითი პროგრამების შეჩერების მოთხოვნის კამპანია. სხვაგვარად კაცობრიობა თავიდან ვერ აიცილებს სასიკვდილო დაავადებების გავრცელებას.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.politnavigator.net/?s=%D0%91%D0%B8%D0%BE%D0%BC%D0%B0%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B8%D0%B0%D0%BB+%D0%B4%D0%BB%D1%8F+%D1%81%D0%BE%D0%B7%D0%B4%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F+COVID-19+%D1%81%D0%BE%D0%B1%D0%B8%D1%80%D0%B0%D0%BB%D1%81%D1%8F+%D0%A1%D0%A8%D0%90+%D0%BD%D0%B0+%D1%82%D0%B5%D1%80%D1%80%D0%B8%D1%82%D0%BE%D1%80%D0%B8%D0%B8+%D0%A3%D0%BA%D1%80%D0%B0%D0%B8%D0%BD%D1%8B+%D0%B8+%D0%9A%D0%B0%D0%B7%D0%B0%D1%85%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B0&submit=

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here