Home სხვადასხვა დაიჯესტი Counter-Strike-ის შემქმნელს 10 წლით პატიმრობა ემუქრება

Counter-Strike-ის შემქმნელს 10 წლით პატიმრობა ემუქრება

650
Counter-Strike-ის შემქმნელს 10 წლით პატიმრობა ემუქრება

ისტორიაში ყველაზე უფრო საკულტო თამაშის შემქმნელი წლეულს, თებერვალში, დააპატიმრეს. ჯეს კლიფმა აღიარა, რომ მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვან გოგონასთან, _ იუწყება გამოცემა Unikrn.

დაპატიმრების კვალზე იგი სასწრაფოდ მოიშორა კომპანია Valve-მ, იმავე თებერვალში 150 ათასი დოლარის გირაოს საფასურად გაათავისუფლეს.

გამოძიების ვერსიის თანახმად, კლიფი 2017 წელს სამჯერ შეხვდა არასრულწლოვანს ვებსაიტზე Seekingarrangement. სექსუალური მომსახურებისთვის გოგონას გასამრჯელოს უხდიდა, ხოლო პაემანს მისი ნების საწინააღმდეგოდ ვიდეოფირზე იწერდა.

ამჟამად გოგონა 16 წლისაა. მისი განცხადებით, კლიფი საათში 300-მდე დოლარს უხდიდა. კლიფმა თქვა, რომ იგი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში, როგორც კი შეიტყო, რომ გოგონა არასრულწლოვანი იყო. გაირკვა, რომ გოგონამ ასაკი გადაიკეთა, რათა გამოექვეყნებინა ანკეტა შესაბამის საიტზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here