Home ახალი ამბები მსოფლიო Contra Magazine: გერმანელები აღარ მიიჩნევენ, რომ აშშ რუსეთზე უპირატესია

Contra Magazine: გერმანელები აღარ მიიჩნევენ, რომ აშშ რუსეთზე უპირატესია

803
აქცია გერმანიაში

ისტორიაში პირველად ხდება, რომ ასე ცოტა გერმანელი ენდობა შტატებს, _ წერს Contra Magazin. Deutschlandtrendის გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში მცხოვრებთა მხოლოდ 21 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ნდობის ღირსი პარტნიორია. ზუსტად ასეთივე დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ (21 პროცენტი), რაც, აპრილთან შედარებით, ერთი პროცენტითაა გაზრდილი, _ აღნიშნავს გამოცემა.

გერმანულენოვანი გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მცხოვრებთა მხოლოდ 5 პროცენტია კმაყოფილი აშშ-ის პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის საქმიანობით. ამასთანავე, ის მკითხველების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გერმანელების უმეტესობა საფრანგეთს ენდობა. ასეთებმა 94 პროცენტს მიაღწიეს. ყველაზე არასაიმედო პარტნიორად თურქეთი დაასახელეს (მხოლოდ 3-პროცენტიანი ნდობით).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here