Home სხვადასხვა დაიჯესტი Contra Magazin: ანტირუსულ ისტერიას ევროპაში აშშ იარაღის გასაყიდად იყენებს

Contra Magazin: ანტირუსულ ისტერიას ევროპაში აშშ იარაღის გასაყიდად იყენებს

803
ტანკი

აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა კვლავაც რუსული წარმოების იარაღითაა აღჭურვილი, რაც მათრუსეთის აგრესიისშემთხვევაში ფრიად მოწყვლადსა ხდის, მიიჩნევს კონგრესმენი პოლ კუკი.

ანტირუსული ისტერიის ფონზე ვაშინგტონი სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს რეგიონში თავისი მოკავშირეებისგან რუსული შეიარაღების ამერიკულით შეცვლას. ამას იგი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რათა დაეხმაროს ამერიკის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს, ირწმუნება ავსტრიული “კონტრა მეგეზინი”.

აშშ-ის აღმოსავლეთევროპელმა მოკავშირეებმა კეთილი უნდა ინებონ და იყიდონ იარაღი უფროსი ძმისგან. ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ამ პრობლემაზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ. კონგრესმენი კუკიც ამ იდეის განხორციელების მომხრეთა შორისაა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს იმისათვის, რათა აშშ-ის მოკავშირეებმა შეიძინონ მაინცდამაინც ამერიკული წარმოების შეიარაღების სისტემები, _ აღნიშნავს გამოცემა.

სტატიის ავტორი განმარტავს, რომ “საბჭოთა შეიარაღების” გამოყენება აბრკოლებს ევროპაში ამერიკის პოლიტიკის განხორციელებას. ამერიკული მხარის მოთხოვნა, უწინარეს ყოვლისა, გამოწვეულია აშშ-ის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის აუცილებლობით.

ამას გარდა, ავსტრიული ჟურნალის აზრით, რთულ ამერიკულ სისტემებში ჩამონტაჟებულია უსაფრთხოების ისეთი მექანიზმები, რომლებიც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ამ იარაღის გამოყენებას შეუძლებელს ხდის იმ შემთხვევაში, თუ ეს შეიარაღება მოწინააღმდეგეს ხელში ჩაუვარდება.

ჰიპოთეტური რუსული თავდასხმის გაღვივებული ისტერიის დახმარებით ვაშინგტონი ცდილობს, სწრაფად გაასაღოს ამერიკული შეიარაღების სისტემები, _ ხაზგასმით აღნიშნავს “კონტრა მეგეზინი”. ამით ცდილობენ, დახმარების ხელი გაუწოდონ აშშ-ის მრეწველობის უმნიშვნელოვანეს დარგს _ სამხედრო წარმოებას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ ამერიკის მილიტარისტული პოლიტიკის განხორციელებას, _ წერს ავსტრიული ჟურნალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here