Home ახალი ამბები მსოფლიო CNN: აშშ-მა კიდევ ერთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა იპოვეს

CNN: აშშ-მა კიდევ ერთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა იპოვეს

954
კორეა

და ეს ქვეყანა აღმოჩნდა ჩრდილოეთ კორეა, ეს განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დოლანლდ ტრამპმა, იუწყებაCNN.

ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალმხრივ ეხმარებოდა საზღვარგარეთელ ტერორისტებს, მათ შორის, მკვლელობების განხორციელებაში. მან განაცხადა, რომ აღნიშნულის გამო ჩრდილოეთ კორეას დაუწესდება დამატებითი სანქციები და გაძლიერდება შტატების კამპანია “ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეა ბომბავს ვაშინგტონს და ტრაბახობს თავისი ძლიერებით. ჯერჯერობით ვიდეოზე”.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ადრეც უნდა მიღებულიყო.

ფხენიანი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოშალა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა 2008 წელს.

წლეულს, 6 იანვარს, იაპონიაში ვიზიტის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სტრატეგიული მოთმინების ფიალა აივსო.

“ზოგიერთს ჩემი სიტყვები ზედმეტად მკაცრად ეჩვენება. მაგრამ, ნახეთ რა მოხდა რბილი მოლაპარაკების 25 წლის განმავლობაში. შეხედეთ, სად ვართ ამჟამად”, _ ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა განახორციელა. სექტემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ ადგილზე მოსვამდა ჩრდილოეთკორეელ ლიდერს კიმ ჩენ ინს და აგდებულად მოიხსენია, როგორც “ჯუჯა რაკეტით ხელში”. საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეა დაემუქრა, რომ ამერიკის ტერიტორიას “წარმოუდგენელ დარტყმას” მიაყენებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here