Home სხვადასხვა დაიჯესტი CNN: ინციდენტი შავი ზღვის თავზე

CNN: ინციდენტი შავი ზღვის თავზე

2877
Су-30

ორი კვირის წინათ რუსულმა ავიაგამანადგურებელმა Су-30-მა გზა გადაუჭრა ამერიკულ საპატრულო ნავების საწინააღმდეგო თვითმფრინავ P-8A- _ “პოსეიდონს”, რომელიც შავ ზღვაზე ასრულებდა დასახულ მიზანს.

“ამერიკული საჰაერო ხომალდი მოქმედებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და ისეთს არაფერს აკეთებდა, რასაც შეეძლო რუსეთის მხრიდან მსგავსი მოქმედების პროვოცირება”, _ განაცხადა აშშ-ის სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიცეპოლკოვნიკმა მიშელ ბალდანზამ.

მოხელე-ქალბატონის თქმით, რუსული ავიაგამანადგურებელმა ამერიკულ თვითმფრინავ მარჯვნიდან მარცხნივ შედეგად “პოსეიდონი” ავიაგამანადგურებლის ფორსაჟის ნაკადში მოხვდა, გადაიხარა 15 გრადუსით და ძლიერი ტურბულენტობა განიცადა.

ბალდაზამ დასძინა, რომ  Су-30-მა “პოსეიდონს” სულ რაღაც 50 ფუტში ჩაუფრინა. ამასთან, ინციდენტის დროს ამერიკული თვითმფრინავის ტრანსპონდერი ჩართული იყო. “საშიშმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზარალი და რისკის ქვეშ საფრთხე შეუქმნას ეკიპაჟების ყველა წევრის ჯანმრთეობას.

CNN აღნიშნავს, რომ რუსეთისა და აშშ-ის წინამორბედი მსგავსი შემთხვევა წლეულს, ივნისის თვეში დაფიქსირდა. მაშინ, პენტაგონის მონაცემებით, რუსულმა Су-27-მა ხუთი ფუტის დაშორებით ჩაუფრინა ამერიკულ RC -135-ს. ინციდენტი ბალტიის ზღვის თავზე მოხდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here