ყოფილი დისიდენტი, საეკლესიო მწერალი მერაბ სულაქველიძე, ყველაზე გახმაურებულ „ციანიდის საქმეს“, საპატრიარქოსთან კავშირში მყოფი სხვა დანაშაულებრივი საქმეების მიჩქმალვის პოლიტიკას უკავშირებს.
„თავის დროზე, რომ გამოძიებულიყო ბერი მერკვირის მკვლელობა , მეუფე იობის მკვლელობის მცდელობა, ვანდალიზმი წმინდა ბარბარეს ეკლესიაში და დამნაშავე ციხეში ჩამჯდარიყო, „ციანიდის საქმე“ არ იქნებოდა. მეუფე სერაფიმეც ოპტიმალურ რეჟიმში იმოღვაწებდა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში და უნიკალური საკურორტო ზონის სტუმრებსაც ღირსეულად დავხვდებოდით“,-აცხადებს „საქართველო და მსოფლიოსთან“ მერაბ სულაქველიძე.
მასალის სრული ვერსია იხილეთ, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ 24 იანვრის გამოცემაში.