Home ახალი ამბები სულაქველიძე: მოვითხოვდი სააკაშვილის მარჯვენა ხელის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის დაპატიმრებას

სულაქველიძე: მოვითხოვდი სააკაშვილის მარჯვენა ხელის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის დაპატიმრებას

5602

საეკლესიო მწერალ მერაბ სულაქველიძის განცხადებით, „საუკუნის დანაშაულის“ ე.წ ციანიდის საქმის მთავარი შემოქმედი, პატრიარქის ძმისშვილი მიტროპილიტი დიმიტრი შიოლაშვილია.

როგორც მან გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიტროპოლიტი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებში.

„მოვითხოვდი „საუკუნის დანაშაულის“ მთავარი შემოქმედისა და ბათუმის ყოფილი სამხედრო ლაზარეთის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის გაპარტახებით ისტორიული კვალის წამშლელის, მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის დაპატიმრებას. იმასაც ვამბობდი, რომ  სხვა შემთხვევაში იგი, თავის დაჯგუფებასთან ერთად , კვლავ განაგრძობდა დესტრუქციულ ქმნედებებს, როგორც ქვეყნის, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, მთავრობის არანაკლები თვითსჯულობისა გამო, მართლდება მოსაზრება, რომელიც გამოვთქვი, რომ ვაშინგტონში არამართლმადიდებლურ კონფერენციაზე ქართველი მღვდელმთავრების მიწვევის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში წმინდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქო კანდიდატებად წამოყენებულნი იყვნენ ე.წ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები და, რომ დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე მდგომი საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უმართებულოა“,-აცხადებს გამოცემასთან სულაქველიძე.

მასალის სრული ვერსია იხილეთ, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“  24 იანვრის გამოცემაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here