Home ახალი ამბები ჩრდილოეთ ოსეთი “საქართველოდან ლტოლვილ” ოსებს ორი ათასზე მეტ ბინას გადასცემს

ჩრდილოეთ ოსეთი “საქართველოდან ლტოლვილ” ოსებს ორი ათასზე მეტ ბინას გადასცემს

3765

ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოდან 1990-იან წლებში ლტოლვილებად წასული ოსი ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება იწყება, რისთვისაც რუსეთმა 1 მილიარდზე მეტი რუბლი (დაახლოებით 44 მილიონი ლარი) უკვე გამოყო.

საცხოვრებლის მოთხოვნის რიგში 2 100-ზე მეტი ოსური ოჯახია და იგეგმება, რომ 2018-2019 წლებისთვის მათგან 512 ოჯახს საცხოვრებლებს გადასცემენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური და რუსული მედია ავრცელებენ.

ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიის ადმინისტრაციის ცნობით, საცხოვრებლების მოწყობა იგეგმება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც “საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადასახლდნენ” და 2018 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიარდზე მეტი რუბლი ჩრდილოეთ ოსეთს ამისთვის უკვე გადაერიცხა. ორი წლის განმავლობაში ბინა 512 ოჯახს გადაეცემა, რიგში კიდევ 1 672 ოჯახი დგას და ვარაუდია, რომ ყველა მათგანის საცხოვრებლით დაკმაყოფილება 2020 წლის ბოლომდე მოხდება.

რუსული მედია წერს, რომ ჩრდილო ოსეთში საცხოვრებლებს ის ოჯახები ითხოვენ, ვინც 1991-1992 წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საქართველოს რეგიონები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here