პეკინმა უარი თქვა შეხვედრის გამართვაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის ჩინელ კოლეგა ლი შანფუს შორის სინგაპურში ივნისის დასაწყისში კონფერენციაზე „დიალოგი შანგრი-ლა“ , – იუწყება ტელეგრამ-არხი „Вестник Кавказа“.
გავრცელებული ინფორმაციით, პეკინმა უარყო ოსტინის მოთხოვნა ლი შანფუსთან შეხვედრის შესახებ, სანამ ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.
თავის მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაცია ამ სანქციების გაუქმებას არ განიხილავს.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@vestnikkavkaza/82871