Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, – ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, რომელიც 15 მაისს დაიწყება, უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ესტუმრება.

„ჩინეთის წარმომადგენლების აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტი არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.

CNN-ი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთმა არაერთხელ სცადა საკუთარი თავი კონფლიქტში მშვიდობისმყოფელად წარმოედგინა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები პეკინის განზრახვებს ეჭვით უყურებენ, რადგან ის მოსკოვთან კავშირებს აღრმავებს.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here