Home სხვადასხვა Facebook ფრაზები იოსელიანი ჩერგოლეიშვილს: „გიჟ-თამარა“ „ევროპულ საქართველოში „ „ჩერგოვშინაა“

იოსელიანი ჩერგოლეიშვილს: „გიჟ-თამარა“ „ევროპულ საქართველოში „ „ჩერგოვშინაა“

2031

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კოტე იოსელიანი ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილის შეკითხვებს გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში პასუხობს.
_ მაგალითად, დავით ბაქრაძეს გამარჯვების შანსი რატომ არ აქვს? 
_ ბაქრაძე გაცვეთილი პოლიტიკოსია!
_ რას ამბობ, მიშა ხომ გაუცვეთელი პოლიტიკოსია! 
_ მიშა გაცვეთილი პოლიტიკოსი როგორაა?
_ რახან 19 იანვარს, ნათლისღებას განიბანა, გაცვეთილი ამიტომ აღარაა? 
_ სააკაშვილი აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დინამიური, აქტიური და ცნობადი პოლიტიკოსია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოების ლიდერთა _ პუტინის, პოროშენკოსა და ივანიშვილის დღის წესრიგს განსაზღვრავს!
სხვათა შორის, მიშა ცივ წყალში წელს პირველად არ ჩასულა.
_ 19 იანვარს შენც რატომ არ განიბანე? 
_ ძალიან დიდი ხანი ფინეთში ვცხოვრობდი, სადაც 6-7 თვე ტემპერატურა მინუს 10-15 გრადუსია. ფინეთში 80 ათასამდე ტბაა და თითქმის ყველა ტბისპირას საუნაა. ჰოდა, ტრადიცია გვქონდა _ ყოველ კვირას საუნაში მივდიოდით, მერე ყინულს ვამტვრევდით და ცივ წყალში ვბანაობდით
_ ისე, ბაქრაძე წლების განმავლობაში ნაცების სახე იყო 
_ ვანო, დავიჯერო, ისეთი ბავშვობის მეგობარი არ გყავს, რომელთანაც დღეს ურთიერთობა აღარ გაქვს?
_ ყველასთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორიც ადრე მქონდა 
_ დროსთან ერთად ადამიანებიც იცვლებიან და ეს ჩვეულებრივი ამბავია. დღეს ბაქრაძე იმას აკეთებს, რაც მისი ინტერესია.
_ ბაქრაძის ინტერესიოცნებისინტერესთან თანხვედრაშია? 
_ სამწუხაროდ, ევროპული საქართველო ივანიშვილის პროექტია.
_ ხომ იცი, ამ განცხადების მერე ის ქალბატონი გამოვა და შენზე რაღაცეებს დაიწყებს. 
_ ის ქალბატონი დიდი ხანია, ჩემზე საუბრობს…
_ შენცგიჟთამარასეძახი? 
_ არა, ასეთ პატივს არ დავდებ, თუმცა ყველამ იცის, რომ ევროპულ საქართველოში „ჩერგოვშინაა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here