ფრანგულმა ყოველკვირეულმა სატირულმა ჟურნალმა ბოლო ნომრის ყდაზე გამოაქვეყნა ამერიკაში, ტეხასის შტატში, ქარიშხალ “ჰარვის” გამო დაღუპულთა კარიკატურა, რომელზეც სანახევროდ წყალში ჩაშვებული ნაცისტური გერმანიის დროშებია გამოსახული და წყლიდან ამოშვერილი ხელები ნაცისტური მისალმებით. “ღმერთი არსებობს!
მან ტეხასში ყველა ნაცისტი დაახრჩო”, _ წერია ყდაზე.
ქარიშხალი ტეხასს 26 აგვისტოს ღამით დაატყდა თავს. თავდაპირველად იგი მეოთხე ხარისხის საშიშროებად შეაფასეს, მაგრამ შემდგომ ტროპიკული შტორმის დონემდე შეამცირეს. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას, მინიმუმ, 9 ადამიანი შეეწირა, 6 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.