Home სხვადასხვა დაიჯესტი CBS: ისლამური სახელმწიფოს მოთარეშეებმა ერაყში აშშ-ის მებრძოლების წინააღმდეგ იპრიტი გამოიყენეს

CBS: ისლამური სახელმწიფოს მოთარეშეებმა ერაყში აშშ-ის მებრძოლების წინააღმდეგ იპრიტი გამოიყენეს

ამერიკის არმია

ტელეარხის მონაცემებით, ინციდენტი 17 აპრილს მოხდა. სამედიცინო დახმარება 25 ერაყელს დასჭირდა. ამერიკელი და ავსტრალიელი ინსტრუქტორები არ დაშავებულან.

ბრიგადის გენერალმა იაჰია რასულმა “ასოშიაიტედ პრესთან” საუბრისას დააზუსტა, რომ ექვსი ჯარისკაცი მოათავსეს საველე ჰოსპიტალში სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებით.

მიმდინარეობს გამოძიება გამოყენებული გაზის ტიპის დასაზუსტებლად. ამერიკელი სამხედროები აღჭურვეს ქიმიური დაცვის საშუალებებით ამგვარი თავდასხმის შემთხვევაში გამოსაყენებლად.

ეს მოთარეშეების მეორე ქიმიური შეტევაა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, ერაყელი ოფიცრის განცხადებით, მოთარეშეებმა მომწამლავი ნივთიერებიანი ყუმბარა მოსულის დასავლეთ ნაწილში ააფეთქეს. დაუდასტურებელი მონაცემებით, ლაპარაკია ქლორზე.

პენტაგონი იტყობინებოდა, რომ მოთარეშეები მომწამვლელ გაზს _ იპრიტს მოსულის უნივერსიტეტში ამზადებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here