Home სხვადასხვა დაიჯესტი Business Insider: F-22-ს შანსი არ აქვს, სძლიოს რუსულ Cy -35-ს

Business Insider: F-22-ს შანსი არ აქვს, სძლიოს რუსულ Cy -35-ს

2303
Cy -35

Business Insider  წერს, რომ ამერიკულ ავიაგამანადგურებელს შანსი არ აქვს, პირისპირ ბრძოლაში სძლიოს რუსულ Cy -35-. ეს დამტკიცდა სირიის ინციდენტში.

F-22 Raptor -ი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე  მომაკვდინებელ ავიაგამანადგურებლად არის მიჩნეული. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის თვითმფრინავების განადგურება საჰაერო ბრძოლაში. Raptor -ის მთავარი იარაღია ფარულობა, რომელსაც “სტელსის” ტექნოლოგია უზრუნველყოფს.

მაგრამ ეს უპირატესობა მთავარ ნაკლსაც შეიცავს. მისი უარყოფითი მხარეები სრულად გამჟღავნდა სირიაში. Raptor -ის გამოყენების სპეციფიკა გულისხმობს მოწინააღმდეგის თვითმფრინავის განადგურებას მანამდე, სანამ მას თავად აღმოაჩენენ, მაგრამ F-22-ის შანსი მკვეთრად ეცემა, თუ მას მოუწევს, ღია საჰაერო ბრძოლაში ჩაერთოს მოწინააღმდეგის ავიაგამანადგურებელთან. ეს აშკარად დადასტურდა ახლახან, როცა Raptor -მა ვერაფერი დაუპირისპირა Cy -35-ს. რუსულმა საჰაერო აპარატმა “გააგდო” F-22, რომელიც შეეცადა, მიახლოებოდა ბადრაგს, რომელსაც რუსული ავიაგამანადგურებელი მიაცილებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here