Home ახალი ამბები მსოფლიო ბრიტანეთში 40 ათასი მშრომელის გაფიცვამ სარკინიგზო  ქსელის ბლოკირება გამოიწვია

ბრიტანეთში 40 ათასი მშრომელის გაფიცვამ სარკინიგზო  ქსელის ბლოკირება გამოიწვია

40

21 ივნისს ბრიტანეთში ათიათასობით რკინიგზელი სამუშაოდ არ გავიდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდმა გაფიცვამ სარკინიგზო ქსელის ბლოკირება გამოიწვია, _ იუწყება Associated Press.

დაახლოებით 40 ათასი დამლაგებელი, კავშირგაბმულობის მუშაკი და მომსახურე პერსონალი 24 საათით გაიფიცა. კიდევ ორი მასშტაბური გაფიცვა დაგეგმილია 23 და 25 ივნისს. ვითარებას ამძიმებს ის, რომ გაფიცვამ ლონდონის მეტროპოლიტენიც დააზარალა.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს `მშრომელთა პროტესტის ზაფხული, რადგან ბრიტანელი მშრომელები ცხოვრების პირობების მკვეთრ გაუარესებას შეეჯახნენ. დიდი სარკინიგზო სადგურები ცარიელია და მატარებლების მხოლოდ 20% მუშაობს. ყველა ელოდება, რას მოიმოქმედებს ბორის ჯონსონი: თუ დანებდება, მისი ყველა გეგმა გაცამტვერდება არა მხოლოდ საშინაო, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაშიც და ბრიტანეთის ადგილი მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება, ამიტომ ის, ალბათ, რამდენიმე დღეს მოიცდის და შემდეგ მიმართავს მკაცრ ზომებს, როგორც ეს რეიგანმა გააკეთა ამერიკელი ავიადისპეტჩერების გაფიცვისას, ან ტეტჩერმა ბრიტანელი მეშახტეების წინააღმდეგ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here