Home ახალი ამბები მსოფლიო „ბლუმბერგი“: გლობალური სამხრეთი აშშ-ის ეგიდით შექმნილ მსოფლიო წესრიგს არღვევს

„ბლუმბერგი“: გლობალური სამხრეთი აშშ-ის ეგიდით შექმნილ მსოფლიო წესრიგს არღვევს

„ბლუმბერგი“: გლობალური სამხრეთი აშშ-ის ეგიდით შექმნილ მსოფლიო წესრიგს არღვევს

სიტყვასიტყვით ასეთია ამერიკული სააგენტოს სტატიის უაღრესად მრავლისმეტყველი სათაური, – იუწყება საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.

„განვითარებადი ქვეყნები, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც გლობალურ სამხრეთს, ნელ-ნელა ცვლიან დასავლეთის ეკონომიკურ წესებს და ამაში თავიანთი მომავლის განსაზღვრის შანსს ხედავენ“, – წერს „ბლუმბერგი“ და მოჰყავს ბევრი მაგალითი. აი მხოლოდ რამდენიმე, რომლებიც ფრონტიდან წამოსულ კრებსებს ჰგავს:

▪ „ისინი მოითხოვენ კონტროლს თავიანთ რესურსებზე, ცვლიან კოლონიური ეპოქის ურთიერთობებს და დაჟინებით მოითხოვენ თავიანთ ქვეყნებში ქარხნების აშენებას…“

განა უერთდება ნამიბიას და ზიმბაბვეს და ემზადება ლითიუმის ექსპორტის ასაკრძალავად. ეს ქიმიური ელემენტი (ლითონი) საჭიროა ელექტრომობილებისთვის. ინდონეზიამ აკრძალა ნიკელის მადნის ექსპორტი…”

არგენტინა, ბრაზილია, ჩილე და ინდონეზია მიესალმებიან ელექტრომობილების აკუმულატორების ქარხნებში ინვესტიციებს ჩინეთიდან და არა აშშ-დან…”

„ქვეყნები უკვე აღარ ირჩევენ მხარეს არც დასავლეთსა და რუსეთს შორის და არც აშშ-სა და ჩინეთს შორის ბრძოლაში. თებერვალში 32-მა ქვეყანამ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვდა ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან…”

,,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს არ შესთავაზა მომავლის ღირსეული და დამაჯერებელი ხედვა, ამიტომ გლობალურმა სამხრეთმა გადაწყვიტა, შეემუშავებინა საკუთარი ალტერნატიული ხედვა’’, – ასკვნის „ბლუმბერგი“.

▪ ეს ყველაფერი არის ნიშნები ნამდვილი მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბებისა, რომელშიც იქნება როგორც მეტი მოქნილობა, ასევე შესაძლებლობა ქვეყნებთვის, გაატარონ სუვერენული პოლიტიკა თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

პროცესი, დიდი ხანია, დაიწყო, მაგრამ გამოვლინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რუსეთმა ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრების კატალიზატორის როლი შეასრულა. სწორედ ამან განაპირობა რუსეთისადმი გლობალური დასავლეთის სიძულვილი.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here