Home სხვადასხვა დაიჯესტი Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა 43 მილიარდით იზარალეს

Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა 43 მილიარდით იზარალეს

851
ჯეფ ბეზოსი

Amazonის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კვლავ კარგავს პოზიციას. გასულ კვირაში მისი ქონება ორი მილიარდი დოლარით შემცირდა და მან აღნიშნულ სიაში მესამე ადგილზე ჩამოინაცვლა. ამის მიზეზი მსოფლიო ბირჟებზე Amazonის აქციების 2,6 პროცენტით გაიაფება გახდა.

ამ დღეში მხოლოდ ეს მილიარდერი არ აღმოჩნდა. 10 აგვისტოს, ვაჭრობის შედეგების მიხედვით, უმდიდრესმა ადამიანებმა ტოპ-500-დან, საერთო ჯამში, 42,7 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

10 აგვისტო ბირჟებზე ძალიან ცუდი დღე იყო ბოლო სამი თვის განმავლობაში. ასეთი რეაქცია ჰქონდა საფონდო ბაზარს დონალდ ტრამპის მუქარაზე ჩრდილოეთ კორეის მიმართ. ამერიკის ლიდერმა თქვა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ “ძალიან, ძალიან უნდა ინერვიულოს”, შეერთებულ შტატებზე ან მის მოკავშირეებზე თავდასხმას ფიქრადაც თუ გაივლებს.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ მაღალტექნოლოგიური კომპანიების მფლობელები. მაგალითად, ჩინური ინტერნეტკომპანია NetEase-ს მეთაურმა დინ ლეიმ 1,8 მილიარდი დოლარი ვერ მიითვალა, “ფეისბუქის” დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კი _ 1,6 მილიარდი.

27 ივლისს ბეზოსი აღიარებული იყო მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად. იმ დროისთვის იგი ფლობდა 90,5-მილიარდიან ქონებას, ბილ გეიტსზე 500 მილიონი დოლარით მეტს. მისი კაპიტალი 88.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, გეიტსის კაპიტალმა კი 89,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here