Home ახალი ამბები მსოფლიო ბერძნული პრესა კიევში ნატო-ს სამეთაურო ცენტრზე “კინჟალის” დარტყმის დეტალებს ავრცელებს

ბერძნული პრესა კიევში ნატო-ს სამეთაურო ცენტრზე “კინჟალის” დარტყმის დეტალებს ავრცელებს

185
ბერძნული პრესა კიევში ნატო-ს სამეთაურო ცენტრზე

რუსული ზებგერითი რაკეტა „კინჟალი“, მარტის დასაწყისში, მოხვდა კიევში მდებარე ნატო-სამეთაურო ცენტრს. დასავლური პრესის ცნობით, ამის შედეგად დაიღუპა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ათობით ოფიცერი.

კიევში ნატო-ს სამეთაურო ცენტრზე რუსეთის სავარაუდო სარაკეტო თავდასხმის დეტალებს ბერძნული პორტალი Pronews გვაწვდის. მისი თქმით, 12 მახის სიჩქარით მფრინავმა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა ნატო-ს ჩრდილოვანი შტაბი უკრაინაში.

„საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერში, რომელიც 120 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, ნატო-ს რამდენიმე ოფიცერი და მრჩეველი იმყოფებოდნენ, სულ 300-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის შტაბის ნანგრევებიდან 40 ადამიანია ამოყვანილი, დაღუპულთა უმეტესობა კი, ნანგრევების ქვეშ, ჯერ არ არის ნაპოვნი“, – იტყობინება გამოცემა.

მას არ აქვს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი დაღუპული იყო უკრაინელი და რამდენი – ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქე.

„დაღუპულთა უმეტესობა ბრიტანელი და პოლონელია, მაგრამ იყვნენ ამერიკელები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც აწარმოებდნენ კომუნიკაციას და მონაცემთა გადაცემას“, – წერს Pronews.

ამავდროულად, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ რუსული სარაკეტო დარტყმა აუცილებლად იმოქმედებს კიევის რეჟიმის დაგეგმილ კონტრშეტევაზე. გარდა ამისა, Pronews-ს მიაჩნია, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი ასევე აისახება არტემოვსკის დაცვაზე.

„უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რამდენად იმოქმედებს ეს უკრაინული და დასავლური ოპერაციების ჩატარებაზე და ბახმუტზე რუსული შეტევის დასკვნითი ფაზის შეჩერების მცდელობებზე“, – ასკვნის გამოცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here