Home ახალი ამბები მსოფლიო ბელარუსი თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში ერთიანდება

ბელარუსი თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში ერთიანდება

71

ბელარუსმა განაცხადი შეიტანა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში შესვლაზე, გაერთიანება შესაბამის იურიდიულ პროცედურებს იწყებს, _ განაცხადა აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჩჟან მინმა. მისი თქმით, ეს მიუთითებს, რომ მინსკი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის პრინციპები და ფასეულობები შეესაბამება ბელარუსისას.

თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია (ШОС) 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. დამკვირვებელი ქვეყნები არიან: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი, პარტნიორი ქვეყნები _ აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, თურქეთი და შრი-ლანკა.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220715/shos-1802590464.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here