Home ახალი ამბები BBG Watch: თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ჟურნალისტებს, რომლებიც თანადგომას უცხადებენ რადიო „თავისუფლების“...

BBG Watch: თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ჟურნალისტებს, რომლებიც თანადგომას უცხადებენ რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურს

740

ორგანიზაცია BBG Watch, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს, რადიო “თავისუფლების” ქართული ბიუროს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ორგანიზაცია ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით „მაღალი ავტორიტეტის ჟურნალისტი დავით კაკაბაძე განთავისუფლებულია რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელების მიერ“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რადიო „თავისუფლების“ მთავარმა მენეჯმენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალისტი, დოქტორი დავით კაკაბაძე, რომელიც 30 იანვრამდე რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის დირექტორი იყო.

BBG Watch-ის წერილში ასევე ნათქვამია, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებობა რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა.

როგორც ჩანს, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელობას კონფლიქტი აქვს ორგანიზაციის ბევრ ჟურნალისტ ქალთან. ორმა ჟურნალისტმა ქალმა, რომელთაც მიღებული აქვთ ჯილდოები და რომლებმაც ბოლო დროს პროტესტის ნიშნად დატოვეს სამსახური, „ფეისბუქზე” კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს”, -ნათქვამია სტატიაში.

BBG Watch-ის ცნობით –  ხელმძღვანელობამ დავით კაკაბაძეს შესთავაზა სხვა პოზიცია, მაგრამ მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ დავით კაკაბაძის გათავისუფლებამდე და მარინა ვაშაყმაძის გადადგომამდე, ასზე მეტმა ქართველმა აკადემიკოსმა, მწერალმა, მსახიობმა და სხვა ცნობილმა პირმა წერილი გაუგზავნა ჯონ ლანსინგს, რომელშიც გამოთქმულია ქართული სამსახურის მიმართ მხარდაჭერა, აგრეთვე გამოთქმულია წინააღმდეგობა მიკერძოებულ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის მიზნით მენეჯემენტზე ზეწოლის გამო.

წერილის ბოლოს გამოქვეყნებულია ქალი ჟურნალისტების განცხადებების ციტატები, რომლებშიც ისინი რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ და თანადგომას უცხადებენ ქართულ სამსახურს.

BBG საბჭომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უნდა მოუსმინოს ამ ცნობილ ქალ ჟურნალისტებს. მათი სიმამაცე, ხმა აიმაღლონ ცუდი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უნდა დაფასდეს. მათ საჩივრებს ყურადღება უნდა მიაქციონ თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში“, -ნათქვამია BBG Watch-ის წერილში.

საქართველოში მედია ფართოდ აშუქებს ამ ბოლოდროინდელ სკანდალს. საქართველოს მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული მასალების უმეტესობა განსაკუთრებით კრიტიკულია რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ტოპ-მენეჯერების მიმართ.

ჯილდოების მფლობელი ჟურნალისტი ქალები, რომლებიც გადადგნენ პროტესტის ნიშნად უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ახლა საჯაროდ საუბრობენ რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების უმაღლესი მენეჯმენტის წინააღმდეგ და ტოპ-მენეჯერებს ადანაშაულებენ ხედვის ნაკლებობაში, რეპორტიორებთან ცუდ მოპყრობაში, კომუნიკაციის ცუდ უნარებში, “კომუნისტი აპარატჩიკების” მსგავს საქცილეში, “კარიერულ სტაგნაციაში” და ზოგადად ჟურნალისტიკის და კარგი მუშაობისთვის ნებისმიერი სტიმულის “მკვლელობაში“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here