Home ახალი ამბები მსოფლიო BBC: ტერეზა მეიმ ევროკავშირი დიდ ბრიტანეთში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა

BBC: ტერეზა მეიმ ევროკავშირი დიდ ბრიტანეთში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა

989
ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, გავლენა მოახდინოს გაერთიანებულ სამეფოში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე.

“დიდი ბრიტანეთის პოზიცია კონტინენტური პრესის მიერ დამახინჯებულად არის წარმოდგენილი. მოლაპარაკებისას ევროკომისიის პოზიცია გამკაცრდა. ევროპელი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მხრიდან ისმის მუქარა”, _ ამბობს მეი.

მისი აზრით, ეს ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რათა გავლენა მოახდინონ 8 ივნისის საყოველთაო არჩევნებზე.

“ბოლო დღეების მოვლენები გვიჩვენებს, რომ, იმის მიუხედავად, როგორიც გინდა იყოს ჩვენი მისწრაფება ან რაგინდ გონიერი იყოს სხვა ევროპელი ლიდერების პოზიციები, ბრიუსელში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, მოლაპარაკება (ბრექსიტის შესახებ) წარმატებით დამთავრდეს”, _ თქვა პრემიერმა.

უფრო ადრე კი მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ოპონენტები ეძებენ მიზეზებსა და საშუალებას, ჩააგდონ მოლაპარაკება ბრექსიტის თაობაზე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here