Home ახალი ამბები მსოფლიო ბანკინგი* მევახშეობის გარეშე

ბანკინგი* მევახშეობის გარეშე

ბანკინგი მევახშეობის გარეშე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს 2023 წლის 1 სექტემბრიდან დაღესტანში, ჩეჩნეთში, ბაშკირეთსა და თათრეთში ისლამური ბანკინგის დანერგვის ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ. ამის შესახებ წერს ინტერნეტ-არხი „Рамзай“.

✔ ისლამური ბანკინგი გულისხმობს ბანკის საქმიანობის წარმართვას ისლამის ნორმების შესაბამისად.

✔ აკრძალულია პროცენტების (ისლამური კანონის მიხედვით, რიბა. მევახშეობა) გადახდის მოთხოვნა და პროცენტიანი გარიგებები, გაურკვეველი პირობებით გარიგებები (ღარარი), აგრეთვე, ეკონომიკის ცალკეული დარგების დაფინანსება, ესენია: აზარტული თამაშები, ღორის ხორცის წარმოება, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, იარაღი, საბრძოლო მასალა. ზემოჩამოთვლილი მიმართულებებით ვაჭრობის დაფინანსება აკრძალულია.

✔ ისლამური ბანკინგის გავრცელებული ოპერაციებია – განვადება, ლიზინგი, წილობრივი დაფინანსება.

✔ კანონი რუსებს შესაძლებლობას მისცემს, გააფორმონ „ისლამური იპოთეკა“ „მატკაპიტალის“ (Материнский (семейный) капитал – სახელმწიფო მხარდაჭერის ზომა იმ რუსული ოჯახებისთვის, რომლებიც ზრდიან ბავშვებს – ლ.მ. ) გამოყენებით.

✔ ექსპერიმენტში მონაწილის (რომელიც არ არის საკრედიტო ან არასაკრედიტო ფინანსური ორგანიზაცია) კუთვნილი სახსრების (სუფთა აქტივები) მინიმალური ოდენობა დგინდება ექსპერიმენტის ხანგრძლივობის ვადით შემდეგი რაოდენობით: 2023 წლის 1 სექტემბრიდან – 10 მლნ რუბლი, 2024 წლის 1 იანვრიდან – 15 მილიონი რუბლი.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, კომპრადორები (ადგილობრივი მოვაჭრე, მეწარმე, შუამავალი უცხოურ კაპიტალსა და განვითარებადი ქვეყნის ეროვნულ ბაზარს შორის – ლ.მ). ქვეყანაში არ უშვებდა ბანკინგს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იცავენ ისლამის ნორმებს. რუსეთში სესხის პროცენტის გარეშე ბანკების გამოჩენა ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებაზე მიუთითებს, იმის მიუხედავად, რომ მას ჯერჯერობით კვლავ იგივე პერსონები ხელმძღვანელობენ.

ბანკინგი* – საბანკო საქმიანობა

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here