Home ახალი ამბები მსოფლიო ახალი მსოფლიო წესრიგის ექვსი პრინციპი

ახალი მსოფლიო წესრიგის ექვსი პრინციპი

„ვალდაის“ კლუბის სხდომაზე მრავალპოლუსიანობის ახალი დონე წარმოადგინეს

ვლადიმერ პუტინი „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის მე-20 სხდომის პლენარულ სესიაზე

ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა ვალდაის კლუბის სხდომაზე  სტრატეგიული იყო. ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი აზრობრივი  ფრაგმენტი გახლდათ ის, რასაც ვითონ პრეზიდენტმა უწოდა მომავლის სახე – უფრო ზუსტად, ის  ორიენტირები, რომლებისკენაც   საჭიროა  მოძრაობა რუსეთისთვის მისაღები მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად, – წერს  საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორი ელენე პანინა გამოცემა iarex.ru-ში.

ირველი. ღია და ურთიერთდაკავშირებული მსოფლიო ადამიანთა ურთიერთობის გზაზე ხელოვნური  ბარიერების გარეშე, მათი შემოქმედებითი რეალიზაციისა და განვითარებისთვის.

მეორე. მსოფლიოს  მრავალფეროვნება, როგორც საყოველთაო განვითარების საფუძველი და რომელიმე ქვეყნის ან ხალხისთვის  თავს მოხვევის აკრძალვა იმისა, როგორ უნდა იცხოვროს და გრძნობდეს  თავს. ინტერესთა ბალანსს  უზრუნველყოფს  მხოლოდ კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნება.

მესამე. არავის აქვს უფლება, მართოს მსოფლიო  სხვების ნაცვლად  ან სხვების სახელით. მომავლის მსოფლიო  არის მსოფლიო კოლექტიური გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მიიღება იმ დონეებზე, რომლებიც  ყველაზე  ეფექტიანია,  და  იმ მონაწილეთა მიერ, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ,  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კონკრეტული პრობლემის რეგულირებაში.

მეოთხე. საერთო უსაფრთხოება და მტკიცე მშვიდობა, აგებული ყველა ქვეყნის ინტერესების პატივისცემაზე და თავისუფალი ბლოკური მიდგომისგან. დაუშვებელია  ზოგიერთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დანარჩენის  უსაფრთხოების ხარჯზე. ჰარმონიის  მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ბევრმა, უბრალოდ,  უნდა დაივიწყოს სიამაყე და შეწყვიტოს სხვების, როგორც მეორეხარისხოვანი პარტნიორების, განხილვა.

მეხუთე. ნებისმიერი ქვეყნის ან ხალხისთვის  თანამედროვე განვითარების სიკეთეებზე  წვდომის შეზღუდვის მცდელობა განიხილება,როგორც   აგრესიული აქტი.

მეექვსე. სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული პოტენციალი არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მდიდარმა და ძლიერმა  სახელმწიფოებმა  უგულებელყონ  უფრო დაუცველი ქვეყნების ინტერესები და საჭიროებები.

ცხადია, მომავლის ეს სურათი გულისხმობს არა მხოლოდ  გლობალური მმართველობის არსებული მექანიზმების განახლებას, არამედ მართვის მრავალდონიანი სტრუქტურის შექმნას უკუკავშირით.  

ამჟამად  მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს, პრაქტიკულად,  ნებისმიერ დონეზე აკონტროლებენ  ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ, ზოგადად,  დასავლეთს, ყველაზე ხშირად –  კონკრეტულად  ამერიკის შეერთებულ შტატებს. მხოლოდ ახლახან გაჩნდა ეფექტიანი და ალტერნატიული გაერთიანებები:  ბრიჩსი ( ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს შემდეგ სახელმწიფოებს:  ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა – გ.გ.),  თშო ( თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, აერთიანებს 9 სახელმწიფოს – გ.გ.), ოპეკ+ ( ნავთობის მომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყნების საერთაშორისო  ორგანიზაცია, ამჟამად აერთიანებს  10  ქვეყანას – გ.გ.).

რუსეთის წინადადება გულისხმობს, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული სტრუქტურის დემონოპოლიზაციასაც, როდესაც  ნატო ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი  უშუალოდ არიან დაკავებულნი  მესამე  ქვეყანაში არჩევნების კონტროლით. მათ მონოპოლიზებული აქვთ  ძალაუფლება არა მხოლოდ თავიანთი საქმიანობის იურიდიულად  გაფორმებულ  სფეროებში, არამედ  ცდილობენ ყველა სივრცის შევსებას.

ასე რომ, რუსეთის გეგმა – ეს არის მრავალპოლუსიანობა  ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში.

მოამზადა  გიორგი გაჩეჩილაძემ

https://iarex.ru/articles/112329.html                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here