ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.
ავარია კაიროსა და ელ-მინიას პროვინციას შორის მდებარე მაგისტრალზე, დედაქალაქის სამხრეთით მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 15 ბრიგადა იმყოფებოდა.ზოგიერთი დაშვებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტეში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების გამო 7-დან 8 ათასამდე ადამიანი იღუპება.