მთავარი ახალი ამბები კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

733
გააზიარეთ

ავტოსაგზაო შემთხვევას ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი სხეულის სხვადასხვა მოტეხილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მკურნალის ექიმის თქმით, პაციენტს დამტვრეული აქვს ნეკნები, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ექმურება.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here