Home რუბრიკები საზოგადოება ათონის ბერების მიმართვა მსოფლიო პატრიარქს

ათონის ბერების მიმართვა მსოფლიო პატრიარქს

2111
ათონის ბერების მიმართვა მსოფლიო პატრიარქს

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხში საქმე ისე არ მიდის, როგორც გამოცხადებული იყო, მაგრამ მსოფლიო პატრიარქს თავის განზრახვაზე ხელი არ აუღია. ბართოლომეოსმა თავისი ნამდვილი სახე ჯერ კიდევ წლების წინათ გამოაჩინა და ამაზე მისი ეკუმენისტური ქმედებები ყველაზე ნათლად მეტყველებს.

ის, რომ ბართოლომეოსს სურდა სასულიერო პირებისთვის მეორედ ქორწინების უფლების მიცემა, ერთობლივი ლოცვების დაკანონება სხვა რელიგიურ კონფესიებთან (ვთქვათ, მუსლიმანებთან, პროტესტანტებთან, კათოლიკეებთან და ..), ის, რომ მან გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება დაიწყო, რაც მართლმადიდებელ სამყაროში არ ხდება და ცალსახად პაპიზმის გამოვლინებაა, ყველასთვის მკაფიო სიგნალი იყო. ჰოდა, ვისაც ძალა, რწმენა და უფლის სიყვარული შესწევდა, პოზიციის გამოხატვას არც მაშინ ერიდებოდა. ერთერთი ნათელი მაგალითი კი ამისა ათონის წმინდა მთის ბერების საგანგებო განცხადება იყო, რომელიც მათ ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში გაავრცელეს, როცა ბართოლომეოსი საბერძნეთს ეწვია. გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად და უცვლელად, რათა ყველამ გაიგოს, რომ მსოფლიო პატრიარქად წოდებული ბართოლომეოსის ქმედებები არა მხოლოდ რუსეთისთვის ან ცალკეული სასულიერო პირებისთვის, არამედ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისა და მართლმადიდებლისთვისაა მიუღებელი.

ათონის წმინდა მთის მამების კრიტიკული შენიშვნა მსოფლიო პატრიარქისადმი

თქვენო უწმინდესობავ, მსოფლიო პატრიარქო, პატივცემულო ბატონო პრემიერმინისტრო! ეს ორი ეკლესიისა და ქვეყნის მეთაურის ისტორიული ვიზიტია ათონის წმიდა მთაზე, რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის გულს მსოფლიოში. ისტორიულია იმიტომ, რომ თვით ჩვენი ეპოქაა კრიტიკული, როდესაც ასე სწრაფად ვითარდება მოვლენები, და მათ მოსდევს დიდი შედეგები. ეკუმენიზმისა და გლობალიზაციის წიაღიდან გვევლინება ორი მტრული ძალა: ერთი მხრივ, ეს თვით ეკუმენიზმია, მეორე მხრივ _ გლობალიზაცია, რომელიც წარმოადგენს მტრულ ძალებს, რომლებიც ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ მართლმადიდებელი ეკლესია და ჩვენი სამშობლო _ საბერძნეთი. ჩვენ, ათონიტები, რომლებიც აქ დიდი ტკივილით ვლოცულობთ სრულიად მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ეკლესიისა და ჩვენი მამულისთვის, უმორჩილესად გთხოვთ, არ გაჰყვეთ ამ ორ ბნელ ძალას ეკლესიის მეთაურის მიერ უკვე დაშვებულია მრავალი შეცდომა, როგორიცაა ღიაობა და კომპრომისი ერეტიკოსების მიმართ, ამპარტავანი და არაშემნანებელი პაპის მიმართ, პაპისა, რომელმაც გაანადგურა დასავლეთის ქრისტიანული ეკლესია და მიიყვანა დასავლეთი ათეიზმამდე, სიბნელემდე და ბოროტებამდე. რაც შეეხება ჩვენი სამშობლოს მმართველებს, მათ ქვეყანა მიიყვანეს უცხო, ბნელი, ანტიქრისტესმიერი და დამანგრეველი ძალების დაქვემდებარებამდე; მიგვიყვანეს შეცდომებამდე, რომლებსაც ახლა იძულებით ვითმენთ, ითმენს შოკირებული ეკლესიის მრევლი, საბერძნეთის ყველა მოქალაქე, რომლებიც განიცდიან ხსენებული ძალების ზეწოლას. ჩვენ ასევე გთხოვთ თქვენ, ჩვენს პატივცემულ პატრიარქს, როდესაც მობრძანდებით “ღმრთის დედის ბაღში”, რომელიც საყოველთაო აღიარებით მიჩნეულია “მართლმადიდებლობის დამცველად”, მაშინ თქვენ იმის მსგავსად უნდა მიაგოთ პატივი წმინდა მთას, როგორც ამას ყველა თქვენი წინამორბედი მიაგებდა. თქვენ მოხვედით წმინდა მთაზე იმისათვის, რათა “მიიღოთ, და არა _ თავს მოახვიოთ”, რადგან, თქვენი სიტყვების თანახმად, რომლებიც წმ. კინოტის კრებაზე განაცხადეთ, “თქვენ არა გაქვთ ხმა, და, როგორც ეპისკოპოსმა, მხოლოდ ჩვენთან კავშირი უნდა იქონიოთ”. მაგრამ თქვენი ქმედება ამ სიტყვების საპირისპიროა, რადგან თქვენ, პირველ რიგში, აუქმებთ წმინდა მთის იმ თვითმმართველობას, რომელიც არის ღმრთივბოძებული ნიჭი, დამოწმებული საპატრიარქო და იმპერატორული ქრისოვულებით (საზეიმო სიგელი) მოცემული, რათა წმინდა მთამ შეძლოს, განამტკიცოს ეკლესიის წმინდა გადმოცემა და არ დაექვემდებაროს ეკლსიის თავებს, რომლებიც, როგორც დროდადრო ხდება, ეკლესიას განუდგებიან ხოლმე. მაგალითად, ასეთი იყო პატრიარქი იოანე ვეკა, რომელმაც ათონელი წმ. მოწამეებისა და წმ. აღმსარებლების სახელები შავი ასოებით ჩაწერა ისტორიის წიგნში, ამიტომ ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ განგანათლოს თქვენ, რათა არც თქვენ, არც პრემიერმინისტრმა არ მიბაძოთ იოანე ვეკას. მეორე რიგში: წმინდა მთამ მოგვივლინა იმდენი წმინდანი, თვით თანამედროვე ბერები, რომლებიც იყვნენ ღმრთივგანბრძნობილი ადამიანები, ისინი სამაგალითონი არიან მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიო კითხულობს: “რას ამბობს წმინდა მთა?” გაუგონარია, გაანადგურო და გაასწორო წმინდა მთის მთელი მემკვიდრეობა და ფასეულობები. თქვენო უწმინდესობავ, თქვენს სიტყვაში ყურადღება გაამახვილეთ საკითხზე ესთიგმენის მონასტერთან დაკავშირებით, თქვით, რომ უნდა აღდგეს ახალი კანონიკური ძმობის უფლებები და განდევნილ იქნენ მონასტრიდან ანტიკანონიკური მიმტაცებლებიო. როგორ შეიძლება ახალი საძმო კანონიკური იყოს, მაშინ, როდესაც, წმინდა მთის დამფუძნებლური სიგელის თანახმად, გერონდას ელისონიდან სამონაზვნო აღკვეცა წმინდა მთაზე უნდა მიეღო და მონასტრის საძმოს მიერ უნდა ყოფილიყო არჩეული. და რა მიზეზით არიან ესთიგმენის მამები ანტიკანონიკურები და საკუთარი მონასტრის მიმტაცებლები? ჩვენი კი ვფიქრობთ, რომ ეს არის ე.წ. “კანონიერი წესრიგის” აღდგენა თავსმოხვეული უწესობისა და ომონის დახმარებით, მსოფლიოში საყვედურებისა და დამცირებების თანხლებით. და ჩვენ, წმინდამთიელები, მეტად გაოგნებულები ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი ესთიგმენელი ძმები მოწყვეტილნი არიან წმინდა მთის ერთობას. მიუხედავად ამისა, განა თქვენ არ გამოდიხართ მოწოდებებით თქვენს ეკუმენისტურ ქმედებებთან ერთად, რომ რატომ არა აქვთ ზილოტ მამებს ურთიერთობა თქვენთან და წმინდა მთის იმ ერთობასთან, რომელიც თქვენ მოგდევს? შეჩერდით, შეაჩერეთ თქვენი ფილოპაპისტური ქმედებები, როდესაც უკვე ამდენი ღმრთისმეტყველი აცხადებს, რომ ამას მოაქვს მავნებლობა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იმისთვის შეჩერდით, რათა მიღწეულ იქნას ერთობა იესო ქრისტეში. მისია დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მსოფლიო პატრიარქის პატივისადმი სრული პატივისცემითა და ეკლესიისა და სამშობლოსთვის შეუჩერებელი ლოცვით წმინდა მთის მამები

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

P.S. ამ განცხადებით ათონის წმინდა მთის პირუთვნელმა ბერებმა, საბერძნეთის პრემიერმინისტრთან ერთად, მათ მოსანახულებლად ასულ ბართოლომეოსს სიმართლე პირში უთხრეს და, რომ იტყვიან, ყველას დასანახავად ცივი წყალი გადაასხეს. კრიტიკული დამოკიდებულება და უკმაყოფილება ბერების მხრიდან აშკარა იყო, მაგრამ პატრიარქის თანმხლებმალიბერალურმამედიამ ფაქტი შეარბილა და მიჩქმალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here