Home ახალი ამბები მსოფლიო “ატიპური ნევროლოგიური სიმპტომები”: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ში COVID-19-ის მოდიფიცირებული ვერსიის შექმნის შესახებ...

“ატიპური ნევროლოგიური სიმპტომები”: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ში COVID-19-ის მოდიფიცირებული ვერსიის შექმნის შესახებ განაცხადა

113

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს კოროვირუსული ინფექციის ხელოვნური გამომწვევი, რომელიც ეფუძნებაომიკრონისშტამს დაუჰანისთავდაპირველ ვარიანტს,  _ წერს russian.rt.com.

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელის,  გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის განცხადებით, ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილმა COVID-19-ის მოდიფიცირებულმა ვარიანტმა დაავადებული ცხოველების 80%-ის სიკვდილი გამოიწვია. ამ ცხოველებს განუვითარდათ ატიპური ნევროლოგიური სიმპტომები და ფილტვების მძიმე დაზიანებები. ამასთანავე, კორონავირუსის ამ ვარიანტის საწინააღმდეგოდ არაეფექტიანია არსებული ვაქცინები: ანტისხეულების დამცავი თვისებების შემოწმებამ აჩვენა, რომ მათი უნარი, გაანეიტრალონ ახალი გამომწვევი, 11-ჯერ მცირეა. გარდა ამისა, კირილოვის თქმით, უკრაინაში ინფექციის გამომწვევებს სამხედრო პერსონალსა და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე ცდიდნენ და ამ ცდებს პენტაგონი აკონტროლებდა.

ბოსტონის ექსპერიმენტიმიუთითებს, რომ შეერთებულ შტატებში არ არსებობს სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა გენური ინჟინერიისა და სინთეზური ბიოლოგიის სფეროში კვლევით სამუშაოებზე”, _  განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის გააანალიზების შედეგად პათოგენებთან მუშაობის საბაზისო პრინციპების 200-ზე მეტი დარღვევა აღირიცხა.

ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში ავარიული ვითარების მაღალი რისკი არის მათი ეროვნული იურისდიქციიდან გაყვანისა და მესამე ქვეყნების, მათ შორის უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების, ტერიტორიებზე გადატანის ერთერთი მიზეზი. ამით აიხსნება ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესება ამ ბიოლაბორატორიების განლაგების ადგილებში _ მოცემული რეგიონებისთვის უჩვეულო დაავადებებისა და მათი გადამტანების გავრცელება”, _ განმარტა კირილოვმა. მან ასევე გაიხსენა, რომ რუსეთის სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ცნობილი შეიქნა, რომ უკრაინაში პენტაგონის სამხედრო ბიოლოგიური პროგრამების რეალიზაცია ხდებოდა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და დაგროვების აკრძალვისა და ამ იარაღის განადგურების შესახებ კონვენციის 1-ელი და მე-4 მუხლების დარღვევით. უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ  ბიოლაბორატორიებში ნაპოვნი დოკუმენტების ანალიზის მიხედვით, ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები მუშავდებოდარუსეთის საზღვრებთან ახლოს”, რაც დასტურდება სამუშაოს ჩატარების შესახებ კონტრაქტებით, დამტკიცებული სარეგისტრაციო ბარათებით, აგრეთვე, პენტაგონის კონტრაქტორი ორგანიზაციების _ Black & Veatchისა და Metabiota _ საანგარიშო დოკუმენტაციებით.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კონტროლით ინფექციური დაავადებებისა და ტოქსიკური ნივთიერებების პათოგენების ტესტირება უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებსა და ფსიქიკურად დაავადებულებზე, რომლებიც დაუცველი კატეგორიის მოქალაქეები არიან”, _ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსმა. მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების სამხედრო ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს აჩენს ვაშინგტონის უახლოეს მოკავშირეებშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, ამ ობიექტების საქმიანობის საერთაშორისო გამოძიების დაწყების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის კენჭისყრას, ფაქტობრივად, საბოტაჟი მოუწყვეს. იმხანად დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა; მის მიღებას მხარი დაუჭირეს რუსეთმა და ჩინეთმა; ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ინდოეთის, მექსიკისა და ნატოს წევრმა ნორვეგიის წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, იყო თანაავტორი 2000 წელს მიღებული  დოკუმენტისა ამერიკული ბიოიარაღის შექმნის აუცილებლობის შესახებ შეერთებული შტატების მსოფლიო ლიდერობის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის არმიის მოდერნიზაციის მიზნით. ამასთანავე, თეთრი სახლის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების ახალი სტრატეგია, რომლის დაფინანსება 88 მლრდ დოლარად შეფასდა.

სტრატეგიის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა აშშის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური და კოლექტიური ბიოლოგიური დაცვის მეთოდების დახვეწა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციისას. დასახულია ამოცანა, გაგრძელდეს კონკრეტული ტერიტორიებისთვის ენდემური, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების პათოგენების შესწავლა”, _ განაცხადა კირილოვმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, რუსულმა მხარემ წამოაყენა წინადადება, მიიღონ ზომები ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და დაგროვების აკრძალვის და ამ იარაღის განადგურების შესახებ კონვენციის მოთხოვნების უპირობოდ შესასრულებლად:

პირველი _ განახლდეს მოლაპარაკებები  ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და დაგროვების აკრძალვისა და ამ იარაღის განადგურების შესახებ კონვენციის იურიდიულად სავალდებულო პროტოკოლის შემუშავებაზე, რომელიც გაითვალისწინებს თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიღწევებს ბიოლოგიის სფეროში, უზრუნველყოფს შემოწმების ეფექტიან მექანიზმს;

მეორე _ დაემატოს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს მონაცემები ეროვნული ტერიტორიის გარეთ ბიოუსაფრთხოების კვლევისა და განვითარების შესახებ, ასევე, მონაცემები ცხოველთათვის ვაქცინის წარმოების ობიექტებზე;

მესამე _ შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი, რომელიც შეაფასებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მიღწევებს, დაკავშირებულს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და დაგროვების აკრძალვისა და ამ იარაღის განადგურების შესახებ კონვენციასთან, და რომელსაც ექნება ფართო გეოგრაფიული წარმომადგენლობა და მონაწილეთა თანაბარი უფლებები.

„ჩვენი წინადადებების რეალიზაცია ხელს შეუწყობს ეროვნული ბიოლოგიური პროგრამების „გამჭვირვალობის” გაზრდას და კონვენციის მოთხოვნების დაცვას ყველა მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან”, _ განაცხადა კირილოვმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here