Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე შესაძლოა ჩამოვარდნილიყო უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა –...

აშშ-ის წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე შესაძლოა ჩამოვარდნილიყო უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა – Associated Press

81
აშშ-ის წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ტერიტორიაზე შესაძლოა ჩამოვარდნილიყო უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა

პოლონეთის ტერიტორიაზე შესაძლოა ჩამოვარდნილიყო უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტა. ასეთი წინასწარი არაოფიციალური შეფასებები აქვთ ხელთ აშშ-ში.

ამის შესახებ Associated Press-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

“აშშ-ს სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, რაკეტა უკრაინულმა ძალებმა გაისროლეს რუსული რაკეტის მიმართულებით, სამშაბათს, უკრაინის ელექტროინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დამანგრეველი თავდასხმის დროს.

ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს, რადგან ისინი არ არიან უფლებამოსილი ეს საკითხი საჯაროდ განიხილონ“, – აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პშევოდოვში, ლუბლინის მახლობლად, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და განადგურდა ტრაქტორი. აფეთქება მარცვლეულის საშრობთან მოხდა.

ამის შემდეგ პოლონეთში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.

მოგვიანებით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების იყო, მაგრამ ოფიციალურად არ უთქვამთ, რომ ის რუსეთის მიერ იყო გასროლილი. დაუყონებლივი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი.

აშშ-ში პაუზა აიღეს მომხდარში გასარკვევად.

რუსეთის ფედერაციაში კი განაცხადეს, რომ ეს იყო პროვოკაცია სიტუაციის ესკალაციის მიზნით და უარყვეს მათი მონაწილეობა დაბომბვაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here