Home ახალი ამბები აშშ: სირია ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შემუშავებას განაგრძობს

აშშ: სირია ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შემუშავებას განაგრძობს

725

სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შემუშავებას განაგრძობს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მორიგი ქიმიური თავდასხმების აღსაკვეთად სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზად არის.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters -ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთ-ამერიკის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც დამასკოს 2014 წლის ზაფხულისთვის მარაგის მთლიანად განადგურებას ავალდებულებდა, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღის მარაგის ნაწილი არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ მის შემუშავებასაც განაგრძობს.

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, თუ საერთაშორისო საზოგადოება სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლას ვერ შეძლებს, არსებობს ალბათობა, რომ ქიმიური იარაღი სირიის ფარგლებს გასცდეს და “ამერიკის საზღვრებსაც მიაღწიოს“.

ასადის სამთავრობო ძალები ხან-შეიხუნის დასახლებაში მომწამლავი ნივთიერება ზარინის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.

2017 წლის 4 აპრილს ქიმიურ თავდასხმას 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 30 ბავშვის. 550 -ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here