Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ საუდის არაბეთს რუსეთთან ენერგეტიკული პოლიტიკის კოორდინაციაში ადანაშაულებს

აშშ საუდის არაბეთს რუსეთთან ენერგეტიკული პოლიტიკის კოორდინაციაში ადანაშაულებს

88
ჯო ბაიდენი

აშშ გადახედავს ურთიერთობას საუდის არაბეთთან, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა. მისი თქმით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ OPEC+-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ აჩვენებს, რომ ერ-რიადი ათანხმებს საკუთარ ენერგეტიკულ პოლიტიკას რუსეთთან.

„პრეზიდენტმა (ჯო ბაიდენმა) თავისი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ახლებურად განვსაზღვროთ ჩვენი ურთიერთობა საუდის არაბეთთან. და თუ გადავხედავთ გასულ კვირას მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, OPEC+-ის გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი (საუდის არაბეთის ხელისუფლება) ათანხმებენ თავიანთ ენერგეტიკულ პოლიტიკას რუსულთან“, – განაცხადა ქალბატონმა ჟან-პიერმა პრესკონფერენციაზე (ციტატა TASS-ის მიხედვით).

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ასევე ისაუბრა ერ-რიადთან ურთიერთობების გადახედვაზე. CNN-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბატონი ბაიდენი მზად არის იმუშაოს კონგრესთან საუდის არაბეთთან ურთიერთობების გარდასაქმნელად.

„ვფიქრობ, ჯო ბაიდენი მზად არის ახლავე დაიწყოს ეს მოლაპარაკებები. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისთვისაც დიდხანს მოგვიწევს ლოდინი“, – თქვა ჯონ კირბიმ.

11 ოქტომბერს აშშ-ის სენატში შევიდა კანონპროექტი საუდის არაბეთთან იარაღით ვაჭრობის ერთი წლით შეჩერების შესახებ. ინიციატივა იყო პასუხი OPEC +-ის გადაწყვეტილებაზე, ნოემბრიდან დღეში 2 მილიონი ბარელით შემცირდეს ნავთობის მოპოვება. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას „ახლომხედველური“ უწოდა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ – „უსარგებლო და არაგონივრული“. კრემლში აცხადებენ, რომ შემცირება მიზნად ისახავს ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here