Home ახალი ამბები საქართველო აშშ საქართველოში ამერიკული ლიტერატურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

აშშ საქართველოში ამერიკული ლიტერატურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

83
აშშ საქართველოში ამერიკული ლიტერატურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის 100 ათასამდე აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს. როგორც გრანტის აღწერაშია აღნიშნული, რომელსაც RT გაეცნო, „წიგნების თარგმნის პროგრამის“ მიზანია, ქართველი აუდიტორიისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამერიკელი ავტორების ნამუშევრები და კვლევები.

„საკვანძო ნაშრომების ქართულად თარგმნის დაფინანსებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (აშშ-ს საელჩო თბილისში) მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტებისთვის, მკვლევარებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ამერიკელი ავტორების უახლესი კვლევების, ანალიტიკური მასალებისა და პოპულარული თანამედროვე ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც გრანტიდან ირკვევა, ამერიკული მხარე დაინტერესებულია წიგნების თარგმნით მედიის, ეკონომიკის, სასწავლო და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, საერთაშორისო სამართლის თემებზე, ასევე კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის, მათ შორის საბავშვო წიგნების თარგმნით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მზადაა გამოყოს 125 ათას აშშ დოლარამდე პროგრამისთვის, რომელიც მოიცავს საქართველოს შემდგომ “დასავლურ ინტეგრაციას” და “დემოკრატიულ განვითარებას”.

ექსპერტების აზრით, ვაშინგტონის მსგავსი ინიციატივები გულისხმობს იმ სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას, სადაც ისინი ხორციელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here