Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის მთავარ ისტორიკოსს ისტორიული მეცნიერების დაცვის გამო დევნიან

აშშ-ის მთავარ ისტორიკოსს ისტორიული მეცნიერების დაცვის გამო დევნიან

“მცოდნე ადამიანი, სპეციალისტი, რომელიც ფლობს უამრავ ფაქტსა და მათი დამუშავების ტექნოლოგიებს, ლიბერალების უბოროტესი მტერია”

101

ამერიკის ისტორიის ასოციაციის პრეზიდენტ ჯეიმს სუიტის თანამდებობა საზოგადოებრივია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტში ჩვენ წინაშეა ყველაზე პატივსაცემი ისტორიკოსი ქვეყანაში. და აი ამ ადამიანს დაუწყეს დევნა დემოკრატებმა (ლიბერალებმა, მემარცხენეებმა, რაც გნებავთ, ის უწოდეთ). ისტორიკოსს დევნიან თავისი პროფესიის დაცვისათვის, _ წერს ria.ru.

სუიტმა მხოლოდ სვეტი დაწერა ზემოაღნიშნული ასოციაციის ვებგვერდზე, რომელშიც მოუწოდა, ისტორიული მეცნიერება (მეცნიერები) არ გამოიყენონ პოლიტიკურ კამპანიებში. და მიიღო ის, რაც გარდაუვალია დღევანდელ ამერიკასა და სხვა მსგავს ქვეყნებში. შედეგი შეგიძლიათ წაიკითხოთ იმავე ვებგვერდზე _ მოგვიანებით დაწერილი სვეტის წინასიტყვაობის სახით. ყველაფერი ისეა, როგორც საჭირო იყო: დიახ, მე ვიცი, რომ შევეხე ბევრის გრძნობებს; ვიცი, რომ დავაზარალე კოლეგები და, მთლიანად ასოციაცია. გდევნიან, შენ ინანიებ, სხვაგვარად არ შეიძლება.

საუბარი, რა თქმა უნდა, ეხება პოლიტიკურ კინკლაობას ამერიკის ისტორიის თემაზე, მაგრამ ეს დეტალებია. აქ მთავარი არის ის, რომ არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ყველგან და ყველა პერიოდში ისტორია წარსული კი არა, უკიდურესად მწვავე და აქტუალური რამ არის, სახელდობრ, ამჟამინდელი მომენტისთვის (ასე რომ, სუიტი თავისებურად მართალი არ არის), ამიტომ არსებობს ისტორია, ამიტომაც ის ყოველთვის მთავარი იქნება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შორის, ანუ მეცნიერებათა შორის ადამიანზე, მის ქვეყანაზე, კულტურასა და მის არსებობაზე.

რაც შეეხება ამერიკასა და სკანდალს, რომელშიც სუიტი გაეხვია, ლაპარაკიაპროექტ 1619”-ზე, ანუ იდეაზე, რომ აშშის ნამდვილი ისტორია დაიწყო არა აშშის შექმნიდან, არამედ პირველი შავკანიანი მონის გამოჩენით ამერიკის მიწაზე. “პროექტი 1619”  ნაწილია ლიბერალების ძალისხმევისა, გაანადგურონ თავიანთი სახელმწიფოები რეალური ისტორიიდან და კულტურიდან, და ჩაანაცვლონ ისინი ახალი და სავალდებულო “ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით”, ანუ ერს ჰყავდა დამფუძნებელი მამები, რომლებმაც ბევრი კარგი და ჭკვიანური გააკეთეს, მაგრამ ახლა ისინი ოფიციალურად უნდა შევიძულოთ. ეს უნდა დავიწყოთ საშუალო სკოლიდან და ამ სიძულვილს ისტორიული მეცნიერება უნდა მოვარგოთ.

გასაგებია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძლიერ უშლიან ხელს დემოკრატ ზანგ რასისტებს, რათა ყველა თეთრი (მხოლოდ თეთრი) წარმოაჩინონ, როგორც მონებით მოვაჭრე და არამზადა. ეს ადამიანები არიან ისტორიკოსები და, სახელდობრ, ჯეიმს სუიტი არის, ბევრ რამესთან ერთად, ადრეული, ამერიკის შეერთებულ შტატებამდე პერიოდის სპეციალისტი.  ის თავის სვეტში წერს: მითითებულ ეპოქაში აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები, პრაქტიკულად, ყველა ადამიანი გადაჰყავდათ დღევანდელ ბრაზილიასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე, აშშის ტერიტორიაზე კი ასეთი ადამიანების მხოლოდ 1 პროცენტი ხვდებოდა. და მთავარი მონებით მოვაჭრენი იყვნენ დაჰომეასა (სახელმწიფო აფრიკის ტერიტორიაზე 1600-1900 წლებში _ ..) და სხვა ქვეყნების იმჟამინდელი მეფეები, რომლებიც კარგად გამოიმუშავებდნენ თანამემამულეთა გაყიდვით. ფაქტები ფაქტებია.

მაგრამ ახლა ჩვენ ისინი ნაკლებად დაგვაინტერესებს: ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უხუცესი ამერიკელი ისტორიკოსის ტრაგიკული მცდელობა, დაიცვას თავისი კოლეგები და თავისი პროფესია.

გავიმეორებთ: სუიტი მართალი არ არის. საკუთარი მეცნიერებისა და პროფესიის დაცვა ნორმალურია, მაგრამ ისტორია _ ეს ყოველთვის თანამედროვეობაზეა. ჩვენ ყოველთვის დავუწყებთ ძებნას _ და ვიპოვით _ პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ, როგორი უნდა და როგორ არ უნდა მოიქცნენ ხალხი და ლიდერები ისეთ ვითარებაში, რომელიც სასაცილოდ ჰგავს დღევანდელობას. ამიტომ ყოველთვის და დაუსრულებლად ჩვენი დისკუსიის ცენტრში მოხვდება სულ უფრო მეტი, თითქოს კარგად დავიწყებული ან აქამდე საერთოდ ამოუტივტივებელი ეპიზოდები ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი ისტორიიდან. და სანამ ისინი ტივტივებენ და მათზე თავისუფლად ვმსჯელობთ ფაქტების მოშველიებით, ჩვენ ვიარსებებთ, როგორც ხალხი. აი ასეთი ეპიზოდების უამრავი მაგალითიდან ზოგიერთი.

ვინ იყო ადმირალი კოლჩაკი _ რუსეთის გმირი და პატრიოტი თუ სისხლიანი ჯალათი? რა იყო ოპრიჩნინა? რატომ დასაჯა პეტრე I-მა თავისი ვაჟი, რომელიც დასავლეთში გაქცევას შეეცადა? რატომ დაინგრა ბრიტანეთის იმპერია? რატომ აღმოჩნდა გაიუს იულიუს კეისარი საუკუნეების განმავლობაში ეტალონი მმართველი იმ ქვეყნისა, რომელიც კინაღამ დაიღუპა დაუსრულებელი სამოქალაქო კონფლიქტებით? საიდან და როდის შევიდა ევროპაში მეცნიერება და ხელოვნების ბევრი სახეობა?

გასულ საუკუნეში გამოიცა გენიალური კლასიკური წიგნი სათაურით ისტორიის აპოლოგია, ანუ ისტორიკოსის ხელობა”. მისი ავტორია შუასაუკუნეების ფრანგი სპეციალისტი მარკ ბლოკი, რომელიც თავისი წიგნის დაბეჭდვას ვერ მოესწრო (1944 წელს გერმანელებმა დახვრიტეს, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე). წიგნი შედგება უამრავი შესანიშნავი ციტატისგან. შეიძლება ავიღოთ ნებისმიერი. აი, მაგალითად: ისტორია იმისთვის კი არ არის, წარსულის ადამიანები განვსაჯოთ (როგორც ამას დემოკრატები აკეთებენ), არამედ იმისთვის, რომ მათი საქციელი გავიგოთ: ჩვენ უკეთესად უნდა ჩავწვდეთ ადამიანის სულს, თუნდაც იმიტომ, რომ ვაწარმოოთ გარდაუვალი ბრძოლები, მით უფრო მათი თავიდან ასაცილებლად, როცა ამის დრო ჯერ კიდევ არის. იმ პირობით, რომ ისტორია უარს ეტყვის დამსჯელი მთავარანგელოზის ჩვევებს, ის შეძლებს ჩვენს დახმარებას ამ ნაკლისგან განკურნებაში. ისტორია ხომ კაცობრიობის უზარმაზარი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა. ადამიანების შეხვედრა საუკუნეებში. ფასდაუდებელი იქნება სარგებელი სიცოცხლისა და მეცნიერებისთვის, თუკი ეს შეხვედრა ძმური აღმოჩნდება”.

კიდევ ერთხელ: რისთვის გვჭირდება ჩვენ წარსულის ადამიანების შეცნობა?

აი რისთვის: წარსულის არცოდნა აუცილებლად იწვევს აწმყოს ვერგაგებას, მაგრამ წარსულის გაგების მცდელობებიც უშედეგო იქნება, თუ ვერ წარმოვიდგენთ აწმყოს”. რამდენიმე გვერდის შემდეგ ისევ ამაზე: “წარსულის არცოდნა არა მხოლოდ ვნებს აწმყოს გაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის ყველანაირ მცდელობას, იმოქმედო აწმყოში”.

დასასრულ, იმის შესახებ, როგორ მუშაობს ისტორიკოსი: ტექსტები თუ არქეოლოგიური აღმოჩენები, გარეგნულად ყველაზე ნათელი და დამყოლი, მაშინ ალაპარაკდებიან, როცა იცი, რა ჰკითხო. კითხვის დასმა აუცილებელია სპეციალისტისთვის, მაგრამ ეს კარგად უნდა გააკეთო, იმის ცოდნით, რომ ადამიანები გენიოსები არ არიან და მცდარ გადაწყვეტილებებს იღებენ”.

“ისტორიის შესახებ სხვა წიგნების კითხვისას შეიძლება იფიქროთ, რომ კაცობრიობა შედგებოდა მხოლოდ ლოგიკურად მოქმედი ადამიანებისგან, რომელთათვისაც მათი საქციელის მიზეზებში პატარა საიდუმლოც არ ყოფილა”.

მცოდნე ადამიანი, სპეციალისტი, რომელიც ფლობს უამრავ ფაქტსა და მათი დამუშავების ტექნოლოგიებს, ლიბერალების უბოროტესი მტერია; იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი კაცობრიობის, როგორც ასეთის, გაუქმების შესახებ მათი ცოფიანი იდეების მოსამართლეა. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ  ისტორიკოსები, როგორც სხვა მეცნიერები, გააფთრებით კამათობენ ერთმანეთთან, ამიტომ პოლიტიკური კლასის ვალია, მისცეს მათ კამათის საშუალება და ჩამოაშოროს ამ დისკუსიებს გაუნათლებლები და ბოროტები. მაშინ ქვეყანას მიეცემა შანსი, განაგრძოს თავისი ისტორიის შენება.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220902/istoriya-1813792458.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here