Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ და ნატო ცდილობენ ცენტრალური აზია რუსეთისთვის საფრთხისშემცველ...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ და ნატო ცდილობენ ცენტრალური აზია რუსეთისთვის საფრთხისშემცველ პლაცდარმად აქციონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ და ნატო ცდილობენ ცენტრალური აზია რუსეთისთვის საფრთხისშემცველ პლაცდარმად აქციონ

შეერთებული შტატები და ნატო ცდილობენ ცენტრალური აზიის რეგიონი აქციონ რუსეთის სამხრეთის საზღვრებისთვის საფრთხისშემცველ პლაცდარმად. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ე.წ. „პარტნიორულ პროგრამებსა და წვრთნებში“, ასევე განაახლოს ნატო-სთან ერთობლივი წვრთნები რეგიონში, განათავსოს სამხედრო ინფრასტრუქტურა.

შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მთავარი მიზანია რუსეთის შეკავება ამ რეგიონში, მისი გამოყოფა რუსეთისგან და თანდათანობით რუსეთის სამხრეთ საზღვრებისთვის საფრთხისშემცველ პლაცდარმად გადაქცევა.

ამასთან, გალუზინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს, მუდმივად გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა და მოკავშირეობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რეგიონში უსაფრთხოების უდავო გარანტორები არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here