Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-მა აღიარა, რომ ჟურნალისტებს ასწავლიან, გამოავლინონ “რუსეთის მავნე საქმიანობა”

აშშ-მა აღიარა, რომ ჟურნალისტებს ასწავლიან, გამოავლინონ “რუსეთის მავნე საქმიანობა”

61

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში ამზადებს ჟურნალისტებს, რომლებიც გამოიძიებენ და გამოავლენენრუსეთის მავნე მოღვაწეობას”, _  განაცხადა აშშის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში _ კეტრინ ინსლიმ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ვაშინგტონის ცენტრში 13 ივლისს გამართულ სემინარზე, _ წერსიზვესტია”.

“იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიას, ჩვენ ვწვრთნით ჟურნალისტებს რეგიონში (ევროპაში), რათა მათ გამოავლინონ რფ-ის მავნე საქმიანობა, ეს იქნება კორუფცია, სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან კავშირები თუ არასათანადო გავლენის მოპოვების მცდელობა”, _ განაცხალა ისლიმ და დასძინა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის დიასპორასთან “ექსპერტთა ქსელის” შესაქმნელად, რომლებმაც უნდა მოძებნონ “დეზინფორმაციული” ინფორმაცია.

გაეროში რუსეთის მთავარმა წარმომადგენელმა ანა ევსტიგნეევამ 28 ივნისს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ამ მოედანს უკრაინის საკითხებზე არასანდო ინფორმაციის გასავრცელებლად და ფეიკური რიტორიკისთვის იყენებენ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here