Home ახალი ამბები ოპრა უინფრი: არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ,რადგან ეს არ არის ის, რაც...

ოპრა უინფრი: არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ,რადგან ეს არ არის ის, რაც მაინტერესებს

891
ამერიკელი ტელეწამყვანი და პროდიუსერი ოპრა უინფრი აცხადებს, რომ 2020 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს,-ამის შესახებ მან ჟურნალ Instyle-ს განუცხადა.  

„ყოველთვის დარწმუნებული ვარ იმაში, რაც ვიცი, რა შემიძლია, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია. ეს ის არ არის, რაც მაინტერესებს და რისკენაც მივილტვი“,-განაცხადა ოპრა უინფრიმ

ცნობილი ტელეწამყვანის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალზე ოპრა უინფრი ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა და ქალთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი შესაძლო მონაწილეობის საკითხი ამერიკულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა.

გაზეთ The New York Daily News-ის ცნობით, ოპრა უინფრიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მოსაზრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

როგორც ტელეკომპანია CBS იუწყება, ოპრა უინფრის, ისევე როგორც ტრამპს, პოლიტიკის სფეროში მუშაობის “გამოცდილება” არ აქვს. იგი ასევე მილიარდერია და ტელევიზიაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია.

როგორც ცნობილია, ოპრა უინფრი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დონალდ ტრამპის კონკურენტს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს უჭერდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here