Home ახალი ამბები ლევან იზორია: აქტიური რეზერვი წელს ამოქმედდება, რომელიც პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღებს

ლევან იზორია: აქტიური რეზერვი წელს ამოქმედდება, რომელიც პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღებს

1356

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, აქტიური რეზერვის სამსახური, საპილოტე პროექტის სახით წელს ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიიღებს.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში თანხები უკვე გამოყოფილი გვაქვს. ასევე თანხები გამოიყო იმ მართვის ელექტრონული სისტემის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს სამობილიზაციო რეზერვის მართვის პროცესის ჩამოყალიბებას. ჩვენ მომავალ წელს და შემდეგ წლებში გამოვყოფთ თანხებს იმისთვის, რომ მან უფრო მეტი მასშტაბი მიიღოს. მზად ვართ იმისთვის, რომ წელს აქტიური რეზერვი საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ. პირველ ეტაპზე წელს 260 ადამიანის მიღება იგეგმება, მომავალ წელს ეს იქნება მზარდი ტენდენცია,” –  განაცხადა იზორიამ.

კონცეფციის თანახმად, დადგენილი იქნება სხვადსხვა ასაკობრივი ზღვარი.

შეიარაღებული ძალების რეზერვში ასაკობრივი შეზღუდვა 50 წელი იქნება, ტერიტორიულ რეზერვში  – 55 წელი, სპეციალისტთა რეზერვში – 65 წელი, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ასაკობრივი ზღვარი 60 წელი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here