Home ახალი ამბები საქართველო ანრი ოხანაშვილი – ვენეციის კომისია ზედმიწევნით შესრულებულ თავისივე რეკომენდაციასთან მიმართებით დღეს განსხვავებულ...

ანრი ოხანაშვილი – ვენეციის კომისია ზედმიწევნით შესრულებულ თავისივე რეკომენდაციასთან მიმართებით დღეს განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს – მზად ვართ ამ უცნაურ და ზოგადად, წარმოდგენილ რეკომენდაციებზე მსჯელობა გავაგრძელოთ

194

მზად ვართ წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც გავაგრძელოთ მსჯელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, „საერთო სასამართლოენის შესახებ“ კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელენულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნას.

ოხანაშვილმა განმარტა ძირითადი საკითხები, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ამახვილებს ყურადღებას.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კომისიის დასკვნაში ერთი „უცნაური რეკომენდაციაა“.

მისი თქმით, საუბარია 2014 წლის 14 ოქტომბერს გაცემულ რეკომენდაციაზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს, რაც ოხანაშვილის თქმით, 2021 წლის 30 დეკემბრის ცვლილებების შედეგად ზედმიწევნით შესრულდა, თუმცა, ვენეციის კომისია „ზედმიწევნით შესრულებულ თავისივე რეკომენდაციასთან მიმართებით“ დღეს უკვე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს.

„კერძოდ, ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე პირის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის/დანიშვნის აკრძალვის მოხსნა მის წინა რეკომენდაციებისა და ევროპული მოსამართლეების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების თანახმად, გამართლებულია.

ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლის მიერ საპროცესო ვადების, მაგალითად, საქმის განხილვის ვადის არსებითად დარღვევის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლის დაზუსტებას.

ვენეციის კომისია ასევე მიესალმება მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის ძირითად და დამატებით დისციპლინურ სახდელებად კატეგორიზაციას. ვენეციის კომისიის აზრით, ეს ცვლილება იცავს და აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს.

ამასთანავე, ვენეციის კომისია მსჯელობს მთელ რიგ საკითხებზე, მაგალითად, მოსამართლის მივლინების წესში ცვლილებასთან დაკავშირებით გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ წესის საკანონმდებლო დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს, თუმცა, მას მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინება ზოგადად, უარყოფითად არ შეუფასებია.

მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის დისციპლინურ სამართალდარღვევად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ზოგადი მოვალეობის დარღვევის გამო, მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დავას არ იწვევს.

აღსანიშნავია ასევე ერთი უცნაური რეკომენდაცია, რაზეც მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ 2014 წლის 14 ოქტომბერს გასცა რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს. ჩვენ ეს რეკომენდაცია 2021 წლის 30 დეკემბერს ცვლილებების შედეგად ზედმიწევნით შევასრულეთ, თუმცა, ვენეციის კომისია ზედმიწევნით შესრულებულ თავისივე რეკომენდაციასთან მიმართებით დღეს უკვე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს.

ჩვენ მზად ვართ ამ უცნაურ რეკომენდაციასთან, ასევე ზოგადად, წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც მსჯელობა გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან.

ვენეციის კომისია უნდა ხელმძღვანელობდეს და ხელმძღვანელობს შესაბამის ობიექტურ საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც თავისი არსით პრინციპების დონეზე არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვადასხვა დროს გადახედვას. შესაბამისად, როცა 2014 წელს კომისიამ გასცა რეკომენდაცია და ის ძალაში იყო 2021 წლის 30 დეკემბრამდე და მაშინ, როცა ჩვენ შევასრულეთ 2021 წლის 30 დეკემბრამდე ძალაში არსებული რეკომენდაცია, რა შეიცვალა რამდენიმე თვეში ამ რეკომენდაციის აქტუალობასთან დაკავშირებით?”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here