Home ახალი ამბები მსოფლიო Amnesty International-მა უკრაინა სამოქალაქო ობიექტებში სამხედროების განთავსებასა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში...

Amnesty International-მა უკრაინა სამოქალაქო ობიექტებში სამხედროების განთავსებასა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა

108

ორგანიზაცია  Amnesty Internationalმა განაცხადა, რომ უკრაინელი მებრძოლები სამოქალაქო ობიექტების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებით საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას. ორგანიზაციის მოხსენებაში კი ნათქვამია, რომ ეს ობიექტები არის სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი კვარტლები, _ წერს kommersant.ru.

Amnesty International-ს მიაჩნია, რომ კიევი ამ ქმედებებით არღვევს საერთაშორისო სამართალს. კვლევის ავტორებმა 19 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში აღრიცხეს უკრაინელი სამხედროების შეტევები საცხოვრებელი კვარტლებიდან, მათ შორის დონბასში, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებში. ამასთანავე, Amnesty International-ისთვის უცნობია, ამ შემთხვევებში განხორციელდა თუ არა  მოქალაქეების ევაკუაცია მეზობელი შენობებიდან დანაკარგების მინიმიზაციისთვის.

უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, მის მიერ უკრაინის სამხრეთში  მონახულებული 29 სკოლიდან 22-ში განთავსებული იყო ან უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა ან სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოდესაში ჯავშანტექნიკა განლაგებული იყო მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ კვარტლებში, ბახმუტში უნივერსიტეტის შენობას სამხედრო ბაზად იყენებდნენ.

“ჩვენ აღვრიცხეთ შემთხვევები, როდესაც უკრაინელი სამხედროები რისკის ქვეშ აყენებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს და არღვევდნენ სამხედრო სამართალს დასახლებულ რაიონებში მოქმედებისას. თავდაცვის პოზიციაში ყოფნა უკრაინელ სამხედროებს არ ათავისუფლებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვისგან”, _ ნათქვამია ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანიეს კალამარის, განცხადებაში.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.kommersant.ru/doc/5492942

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here