Home ახალი ამბები მსოფლიო Amnesty International-ს თვალი აეხილა: უკრაინელი სამხედროები საცხოვრებელ სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს შეიარაღების...

Amnesty International-ს თვალი აეხილა: უკრაინელი სამხედროები საცხოვრებელ სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს შეიარაღების განსათავსებლად იყენებენ

158

უკრაინელი სამხედროები საფრთხეს უქმნიან მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს, როდესაც ისინი შეიარაღებას ათავსებენ საცხოვრებელ რაიონებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში, _ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაცია   Amnesty Internationalის ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ამის შესახებ  წერს politnavigator.net.

როგორც მოულოდნელად გამოფხიზლებული და თვალგახელილი უფლებადამცველები იუწყებიან, მსგავსი ტაქტიკა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რადგან სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო მიზნებად აქცევს. შედეგად, უკრაინელთა ამ ობიექტებზე რუსი სამხედროების საპასუხო დარტყმები მსხვერპლს იწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში და ინგრევა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

“თავდაცვის პოზიციაში ყოფნა უკრაინელ სამხედროებს არ ათავისუფლებთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვისგან. უკრაინის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს თავისი ძალების გაყვანა დასახლებული პუნქტებიდან შორს ან დაიწყოს მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია იმ რაიონებიდან, რომლებშიც მოქმედებენ სამხედროები”, _ განაცხადა  Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა  ანიეს კალამარმა.

შეგახსენებთ: ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა მსოფლიო სკანდალის აგორებას ცდილობდა საცხოვრებელ სახლზე, სავაჭრო ცენტრზე, მუზეუმზე ან საავადმყოფოზე რუსული ჭურვებისა და რაკეტების მოხვედრის გამო, კადრს მიღმა ყოველთვის რჩებოდა ფაქტი, რომ ან ამ შენობაში, ან მის გვერდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ საცეცხლე წერტილი, რომლიდანაც ესროდნენ რუსების პოზიციებს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here