Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკულმა თანამგზავრმა ბელგოროდი უკრაინელთა სარაკეტო დარტყმამდე სამი დღით ადრე გადაიღო

ამერიკულმა თანამგზავრმა ბელგოროდი უკრაინელთა სარაკეტო დარტყმამდე სამი დღით ადრე გადაიღო

82

ამერიკული კომპანია Maxarის კომერციულმა კოსმოსურმა თანამგზავრმა GeoEye -1-მა ბელგოროდი უკრაინის რაკეტებით დაბომბვამდე 3 დღით ადრე გადაიღო, _ იუწყებარია ნოვოსტი”.

აპარატი ქალაქზე 30 ივნისს მუშაობდა. მის გარდა, სხვა ამერიკულმა თანამგზავრებმაც – Worldview -2-მა და Worldview -3-მა _ გადაიღეს ბელგოროდის ოლქის ფოტოები  20, 22 და 27 ივნისს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 ივლისის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა კასეტურქობინებიანი სამი რაკეტა “ტოჩკა-უ” ესროლეს ბელგოროდს. ეს რაკეტები რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ჰაერში  გაანადგურა, მაგრამ ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. დაზიანდა 21 მრავალსართულიანი და 40 კერძო სახლი. დაიღუპა 4 ადამიანი, დაიჭრა _ 4, მათ შორის 1 ბავშვია.

მანამდე ამერიკულმა თანამგზავრებმა ფოტოები, აგრეთვე,  გადაუღეს  შავ ზღვაში კუნძულ ზმეინის. ეს მოხდა უკრაინელთა მცდელობამდე, დაუფლებოდნენ კუნძულს, ანალოგიური რამ მოხდა “ჩერნომერნეფტეგაზის” ჭაბურღილზეც, სადაც მას ამერიკულმა თანამგზავრებმა ფოტოები გადაუღეს უკრაინელთა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე.

ივნისის ბოლოს “როსკოსმოსის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი რაგოზინმა განაცხადა, რომ კერძო ამერიკული კოსმოსური ოპერატორები, მათ შორის Maxar -ი, სახელმწიფო თანამგზავრებთან ერთად სადაზვერვო მონაცემებს გადასცემენ უკრაინას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here