Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკული ელიტების ახალი პოლიტიკური პროექტი

ამერიკული ელიტების ახალი პოლიტიკური პროექტი

135

აშშში  8 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ სტრატეგიული პროგნოზების სააგენტოკოვჩეგმავებგვერდ strategic-ark.comზე გამოაქვეყნა ცნობილი რუსი ეკონომისტის, ანალიტიკოსისა და პუბლიცისტის, მიხეილ ხაზინის, წერილი ამერიკული ელიტების ახალი პროექტის შესახებ:

“საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ რესპუბლიკური პარტიის პოზიცია აშშ-ში 8 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში სწრაფად უმჯობესდება, ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს პარტია კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს. ეს ნიშნავს, რომ იმ ჯგუფებმა, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის უკან დგანან, წარმატებული და საზოგადოებისა და ელიტებისთვის მისაღები პოლიტიკური პროექტი შეიმუშავეს. შესაძლებელია თუ არა მისი გამოთვლა და ზუსტად ჩამოყალიბება?

ჩვენი თვალსაზრისით, ეს პროექტი, მისი კონსტრუქციული ნაწილით, დიდწილად ემთხვევა ტრამპის 2016 წლის პოლიტიკურ პროექტს („კვლავ ვაქციოთ ამერიკა დიად სახელმწიფოდ!“), რომელიც აპელირებდა აშშის ეკონომიკის რეალური სამრეწველო სექტორის აღდგენაზე მსოფლიოში. შეგახსენებთ, რომ 1944 წელს, როდესაც გაიმართა ბრეტონ-ვუდსის კონფერენცია, აშშ-ის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 50%-ზე მეტი იყო. დღეს ეს წილი წარმოებაში, სხვადასხვა შეფასებით, 14%-დან 18%-მდე მერყეობს. ეს პროექტი 2016 წელს შექმნეს, 2020 წელს კი ორი მიზეზის გამო ვერ „იმუშავა“: პირველი _ ამისათვის მხოლოდ შეერთებული შტატები არ იყო საკმარისი, საჭირო იყო უფრო ფართო გეოეკონომიკური გაერთიანება; მეორე (უფრო მნიშვნელოვანი) _ დოლარის მსოფლიო სისტემისა და მისი ინსტიტუტების არსებობის ფონზე, ინვესტიციები რეალურ სექტორში შეუძლებელი იყო. ფინანსური სექტორი, როგორც ტუმბო, ისე იწოვდა ფულს რეალური ეკონომიკიდან, მაგრამ იმხანად, 2016-20 წლებში, ამ სისტემის გადაგდებაზე, მის მიტოვებაზე საუბარი შეუძლებელი იყო, რადგან სწორედ დოლარის მსოფლიო სისტემა (ბრეტონ-ვუდსი) უზრუნველყოფდა აშშ-ის პოლიტიკურ დომინაციას მსოფლიოში. ბაიდენის პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ ეს პოლიტიკური ბატონობა ძალიან ძვირი უჯდება აშშ-ის ეკონომიკას და ბოლოს, როგორც ჩანს, დაიწყო საუბარი (ყოველ შემთხვევაში ამერიკულ ელიტაში), რომ უარი თქვან ბრეტონ-ვუდსის სისტემაზე.  სწორედ ამ გარემოებამ მისცა შესაძლებლობა ამერიკული ეროვნული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს, ჩამოეყალიბებინა ახალი პოლიტიკური პროექტი. მისი აზრი არის ის, რომ აუცილებელია რეალური სექტორის აღდგენა, მაგრამ არა შეერთებულ შტატებში, არამედ სრულიად ანგლოსაქსურ სამყაროში (გაერთიანება AUKUS). მთლიანი ბაზრის მოცულობა დაახლოებით 500 მილიონი ადამიანია, ეს საკმარისია ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის შესანარჩუნებლად. ამასთანავე, ამ პროექტის წარმატებისთვის საჭირო იქნება დოლარის გლობალურ სისტემაზე უარის თქმა, მაგრამ დღეს ეს უკვე აღარ არის კრიმინალი.

ამ პოლიტიკური პროექტის კიდევ ერთი ნაწილია დიდი ბრიტანეთის ყოველმხრივი დასუსტება, მათ შორის იმიტომ, რომ, სახელდობრ, ბრიტანეთის მონარქი არის კანადისა და ავსტრალიის არმიების მთავარსარდალი, რის გამოც შეიძლება მეტისმეტად გაძლიერდეს ამ ქვეყნის ელიტის გავლენა AUKUS-ის ფარგლებში. არ არის გამორიცხული, რომ ეს თემა უახლოეს მომავალში აშშ-სა და რუსეთს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების საფუძველი შეიქნეს.                          

თუ ჩვენ სწორად აღვწერეთ ეს პოლიტიკური პროექტი, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ნიშნავს საერთაშორისო ბანკებისა და მათ მიერ გაკონტროლებული სახელისუფლო დაჯგუფებების, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის, „ჩარეცხვას“, მსოფლიოში კი ლიბერალური გლობალისტური ელიტების არსებობის რესურსის სრულ დაკარგვას და ეკონომიკური მექანიზმის რადიკალურ რესტრუქტურიზაციას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე წარმოდგენილია პოლიტიკური პროექტი, რომელიც აშკარად გულისხმობს არსებული ფინანსური და ეკონომიკური სისტემების ლიკვიდაციას. შესაბამისი რესტრუქტურიზაცია ზოგიერთმა ქვეყანამ (ჩინეთი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე საკადრო ცვლილებების შედეგების მიხედვით) უკვე დაიწყო”.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://strategic-ark.com/articles/novyj-politicheskij-proekt-amerikanskih-elit

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here