Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელ ქალს 155-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხუთი წლის გოგონას გაუპატიურებისთვის

ამერიკელ ქალს 155-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხუთი წლის გოგონას გაუპატიურებისთვის

445

ქალი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან ვიდეოფირზე გადაღებული დანაშაული თავის მეგობრებს გაუგზავნა. 

დასავლეთ ვირჯინიის შტატის ქალაქ პრინსტონის მცხოვრებ 43 წლის ელიზაბეთ ჰოუეის 155 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თავისი გოგონას გაუპატიურების გამო. იმ მომენტში გოგონა ხუთი წლისა იყო, _ იუწყება Mირრორ.

გამოცემის ცნობით, ჩადენილი დანაშაულის შესახებ პოლიციას აცნობა “ფეისბუკის” მომხმარებელმა, რომელმაც, ამასთანავე, სამართალდამცველებს გაუგზავნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია ზრდასრული ქალის მიერ პატარა გოგონაზე სექსუალური ძალადობის სცენა. დაიწყო გამოძიება, პოლიციელები მიჰყვნენ ციფრულ კვალს და მიადგნენ დამნაშავეს.

მიუხედავად იმისა, რომ გადაღებულ კადრებში ქალის სახე არ ჩანს, დეტექტივმა სტივ სომერსმა შეძლო დაედგინა, რომ ვიდეოჩანაწერი ქალის სააბაზანოშია გაკეთებული, ხოლო მისი ტატუები ზუსტად ემთხვევა ელიზაბეთ ჰოუეის ტატუებს, რომლებიც ვიდეოზეა აღბეჭდილი.

_ ამ ბავშვმა დაკარგა უბიწოება, რომლის აღდგენა ან ჩანაცვლება ყოვლად წარმოუდგენელია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი დანაშაული, რომელიც ჩემი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში მინახავს, _ განაცხადა მოსმენების დროს პროკურორმა ჯორჯ სითლერმა და ქალისთვის მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა.

ჰოუეის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შეწყალების თხოვნა მას მხოლოდ 45 წლის შემდეგ შეეძლება. იმ დროისთვის მას 88 წელი შეუსრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here