უკრაინის კონფლიქტმა დაადასტურა, რომ დასავლეთი ევროპა საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელი მოთამაშიდან ამერიკის შეერთებული შტატების ნების მორჩილ აღმასრულებლად გადაიქცა, – წერს ტელეგრამ-არხ „ИноСМИ““-ის მიმომხილველი ანტონ ტროფიმოვი.
ეს მდგომარეობა ხელს აღარ აძლევთ ევროპის ელიტებს. მათ მიიღეს წინადადება, რომლისთვისაც მზად არიან, იბრძოლონ. ეს გააკეთა ამერიკის მთავარმა გეოპოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ – ჩინეთმა. დღეს მხოლოდ ჩინეთს შეუძლია დაარწმუნოს ევროპის ელიტები,რომ აუცილებელია კონტინენტის სუვერენიტეტისა და ერთიანობის აღდგენა. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ პეკინი დღეს მოსკოვის მოკავშირე და აშშ-ის მოწინააღმდეგეა, უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგენელი. ჩინელებს სჭირდებათ დიდი და დამოუკიდებელი ბაზარი ევროპაში. ევროპელების დარწმუნებასა და თვალის ახელაში კი შეიძლება დროისა და ძალისხმევის დახარჯვა.
რატომ შეაშინა ასე ვაშინგტონი ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივამ?
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@inosmichannel/12583