Home ახალი ამბები მსოფლიო NYT: აშშ-მა უკრაინაში ზღვარი გადალახა

NYT: აშშ-მა უკრაინაში ზღვარი გადალახა

196

ნიუიორკ თაიმსიწერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მოქმედება ჰგავს ტაქტიკას, რომელსაც იემენში იყენებდა.

Defence Priorities -ის თანამშრომელმა ბონი კრისტიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქმედება უკრაინის კონფლიქტში ნელ-ნელა ემსგავსება პოლიტიკას, რომელსაც აშშ აწარმოებდა იემენის კონფლიქტისას.

კრისტიანის თქმით, აშშ-მა იემენში “ზღვარი გადალახა”. ანალოგიური რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც, რადგან ის მხარდაჭერა, რომელსაც  ბაიდენის ადმინისტრაცია კიევს უწევს, “გონიერების ზღვარს გასცდა”. მეცნიერი იხსენებს უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას, რომელიც რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის ზალპურ სარაკეტო სისტემებს, რომლებითაც შეიძლება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა; აგრეთვე, სადაზვერვო მონაცემების გადაცემას.

ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად არასდროს ჩართულა იემენში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში, მაგრამ კოალიცია, რომელსაც მეთაურობს საუდის არაბეთი, მშვიდობიან მოსახლეობას კლავდა ამერიკული ქობინებით და მიზნებს ანადგურებდა ამერიკელთა ხელმძღვანელობით”, _ წერს გაზეთი.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here