Home ახალი ამბები ტრამპმა თურქეთს მოუწოდა სირიაში სამხედრო ქმედებები შეზღუდოს

ტრამპმა თურქეთს მოუწოდა სირიაში სამხედრო ქმედებები შეზღუდოს

1068

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, სირიაში თურქი სამხედროების ქმედებები შეზღუდოს და ასევე თავიდან აიცილოს მსხვერპლი მოსახლეობას შორის.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერს მოუწოდა სიტუაციის დეესკალაციას მიაღწიოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზრდა თავიდან აიცილოს.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აფრინში ძალადობის ესკალაცია ხელს შეუშლის სირიაში საერთო მიზნების მიღწევას.

„აშშ-ს პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგას მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინოს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ანკარამ ყურადღება უნდა გაამახვილონ საერთო მიზანზე, „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here